» » კინგსლი კომანი მიუნხენში დაბრუნდა

კინგსლი კომანი მიუნხენში დაბრუნდა

10-11-2016, 21:37 LEV4NI სიახლეები 0

კინგსლი კომანი მიუნხენში დაბრუნდა
ახლახანს მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კინგსლი კომანის მიუნხენში დაბრუნების შესახებ გაავრეცელა ინფორმაცია.

ევრო 2016 წლის ვიცე ჩემპიონები მომდევნო ორ საერთაშორისო მატჩს კინგსლი კომანის გარეშე გამართავენ. ბაიერნის ვარსკვლავმა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიში ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა.

შეგახსენებთ რომ კინგსლი კომანი საფრანგეთის ნაკრებს შვედეთისა და კოტ’დიუარის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ უნდა დახმარებოდა თუმცა ხსენებული გარემოების გამო მისი ადგილი ეროვნულ გუნდში ტომას ლემარმა დაიკავა.

20 წლის ვინგერი მიუნხენში უკვე დაბრუნდა სადაც სრულფასოვან გამოკვლევას ჩაიტარებს, ტრავმის ხარისხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ რომ კინგსლი კომანი მიუნხენის ბაიერნში გასული სეზონის დაწყებამდე ტურინის იუვენტუსიდან იჯარის წესით გადაბარგდა. პეპ გვარდიოლას გუნდში ახალგაზრდა ვინგერს საკმარისი სათამაშო პრაქტიკა ეძლეოდა და რამოდენიმე დაპირისპირებაში დიდებული თამაშითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.