» » 10 ფაქტი მათს ჰუმელსზე

10 ფაქტი მათს ჰუმელსზე

26-11-2016, 00:20
0144
მათს ჰუმელსი გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი არაერთგვაროვანი ფეხბურთელია. მისი „ბორუსიიდან“ „ბავარიაში“ გადასვლას გულგრილი ისინიც კი არ დაუტოვებია, რომლებიც ბუნდესლიგას თვალს არ ადევნებენ. ყოველკვირეული „ფეხბურთი“ გვიზიარებს მსოფლიო ჩემპიონის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს მის ცხოვრებაზე:

1. „ბავარიის“ მცველი სპორტულ ოჯახში გაიზარდა, მათსის მამა ჰერმანი ახალგაზრდული ბავარიის კოორდინატორად მუშაობდა შტეფან ბეკენბაუერთან ერთად - გერმანიის ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერის შვილთან. ჰუმელსის დედა ულა ჰოლლჰოფი - ცნობილი სპორტული ჟურნალისტია და პირველი ქალბატონი, რომელმაც ფეხბურთის მატჩები წაიყვანა გერმანიაში.

2. მათსმა თავისი კარიერა შემტევ ფეხბურთელის რანგში დაიწყო. რამოდენიმე სეზონის შემდგომ, რომელიც თავმდამსხმელის ამპლუაში გაატარა, სამწვრთნელო შტაბმა მასში შესანიშნავი მცველი დაინახა.

3. მათს ჰუმელსი იმ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც (გერმანიის 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები) 2009 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ ოქროს შემადგენლობაში რამოდენიმე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონიც შედიოდა: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, მესუთ ოზილი, ბენედიქტ ჰიოვედესი და სამი ხედირა.

4. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ, ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულ სახელად ახალდაბადებულ ბიჭებში - სახელი მათსი გახდა. გერმანელებმა გამოკვლევებით დაადგინეს, რომ ამის მიზეზი გახდა მათს ჰუმელსი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გოლი გაიტანა.

5. კარგი აღნაგობისა და შესახედაობის წყალობით მათს ჰუმელსი მოდური სახლი «Hugo Boss»-ის სახეა.

6. 1 წლის წინ გერმანელი მცველი UNICEF-ის წარმომადგენელი გახდა სახსრების შეგროვების საკითხში. UNICEF-ის პროექტი განაპირობებს ბავშვების დახმარებას განვითარებად ქვეყნებში, სადაც სუფთა წყალი არასაკმარისია. „ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იუნისეფთან ერთად ჭის მშენებლობები დავიწყეთ აღნიშნულ ქვეყნებში“ - განაცხადა მათსმა.

7. ჰუმელსის მეუღლემ კეტი ფიშერმა 2013 წელს „გერმანელი ფეხბურთელის საუკეთესო მეგობარი ქალი“-ს წოდება მიიღო. კეტი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია გერმანიაში. თვითონ ფეხბურთელი ამბობდა, რომ "ბავარიაში" დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მისი მეუღლე იყო.

8. „მათსი - წიგნის ჭიაა, ის ძალიან ბევრს კითხულობდა პატარაობიდანვე“ - ჰყვება გერმანელი მცველის დედა. თანამედროვე მსოფლიოს პროფესიონალურ ფეხბურთში ნაკითხი ფეხბურთელების რაოდენობა ამურის ვეფხვის რაოდენობას უტოლდება.

9. გერმანელი ფეხბურთელის სპორტის საყვარელი სახეობა ფეხბურთის შემდეგ - კალათბურთია. მათსი პატარაობიდან ვარჯიშობდა კალათბურთში. ერთ მომენტში კი მას მოუწია ფეხბურთსა და კალათბურთს შორის არჩევანი გაეკეთებინა.

10. მათს ჰუმელსი ზინედინ ზიდანის თაყვანისმცემელია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ზინედინი მისი ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელია თავისი შეუდარებელი შესაძლებლობებითა და ბურთის გათამაშებით.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..