ფრანკ რიბერის კონტრაქტი გაუხანგრძლივდა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ფრანკ რიბერის კონტრაქტი გაუხანგრძლივდა

ფრანკ რიბერის კონტრაქტი გაუხანგრძლივდა

27-11-2016, 15:50 dachi8 მთავარი ამბები 0

ფრანკ რიბერის კონტრაქტი გაუხანგრძლივდა
6 ნაციონალური ჩემპიონატი, 5 გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი - კლუბის ყველა ეს გამარჯვება ბოლო წლებში მჭიდროდაა დაკავშირებული ფრანკ რიბერის სახელთან.

„ჩვენ მოხარულები ვართ კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივოთ კონტრაქტი ფრანკ რიბერისთან“ - განაცხადა „ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურებოდა, ამჟამინდელი ხელშეკრულება კი 2018 წლის ივნისამდეა გათვლილი.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წელი „ბავარიაში“ გავატარებ. ეს უდიდესი კლუბი და ულამაზესი ქალაქი ჩემი სახლი გახდა, როგორც სპორტული ასევე პირად ასპექტში. იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალ ნათელ მომენტებს აღვნიშნავთ „ბავარიის“ გულშემატკივრებთან ერთად. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში მომდევნო წლინახევრის განმავლობაში“ - განაცხადა რიბერიმ.

ფრანკი „ბავარიაში“ 2007 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში „ბავარიაში“ მან 333 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 108 გოლი გაიტანა და 164 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე, მათ შორისაა 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გამარჯვების პასიც არიენ რობენზე. ფრანკ რიბერი ამავე წელს (2013) დასახელებული იქნა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.