» » მამა (ნაწილი I)

მამა (ნაწილი I)

28-11-2016, 23:04
0140
ზუსტად ის დროა ჩვენს ერთგულ მკითხველებს - ული ჰიონესზე - მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტზე, როგორც ადამიანზე, ფიგურაზე და ბაიერნის წარმატების შემქნელზე მოვუყვეთ.

მიუნხენის ბავარიისთვის 1975 წლის 28 მაისი განსაკუთრებული დღე გახდა. გარდა იმისა, რომ საფრანგეთში პარკ-დე-ფრენს სტადიონზე დეტმარ კრამერის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა, ეს დღე კიდევ ერთი მოვლენით გამოირჩა, ამ მასშტაბებში გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ გერმანული ფეხბურთის მომდევნო ათწლეულების განმსაზღვრელი. მატჩის მე-2 ტაიმის მიწურულს „ლიდსთან“ გერმანული გუნდის თავდამსხმელმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. ჰიონესმა საბოლოოდ ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ შეძლო და 27 წლის ასაკში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მოუწია. თუმცა ულიმ 22 წლის ასაკშივე უკვე ბევრს მიაღწია, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, გერმანიის ჩემპიონატისა და თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.

ული ყასაბის ოჯახში დაიბადა. მამას პატარაობიდანვე ეხმარებოდა საქმიანობაში, შაბათობით კი სალაროსთან მორიგეობდა. ამბობენ ულიმ ზუსტად ამ დროს ისწავლა ფულთან მუშაობა. როდესაც დათვლისას 5 პფენინგიც კი აკლდებოდა მაღაზია იკეტებოდა იქამდე, სანამ დაკარგული მონეტა არ მოიძებნებოდა. პირველი მენეჯერული გამოცდილება ჰიონესმა სკოლაში მიიღო, როდესაც სკოლის გაზეთის რედაქტორად აირჩიეს, თვითონ ული ამასთან დაკავშირებით ყვება: „მე შედარებით ადრე მივხვდი, რომ ყველაფერი მეთვითონ უნდა გამეკეთებინა“.

მამა (ნაწილი I)


ჰიონესის უნარი საქმეების წარმართვისა მისი ახალგაზრდული ასაკიდანვე თვალში საცემი იყო. როდესაც ახლანდელი ბავარიის პრეზიდენტი 17 წლის ასაკში პირველად ახალგაზრდულ ნაკრებში მივიდა, მწვრთნელმა უდო ლატეკმა ის მაშინვე კაპიტნად დანიშნა. 1970-იანი წლების დასაწყისში ჰიონესი კონტინენტის უსწრაფეს ფორვარდად ითვლებოდა, იმ დრომდე სანამ ევროპამ ბლოხინი იხილა. გაირბინა რა 100 მეტრი 11 წამში. ულის მხოლოდ ფეხები კი არ უმუშავებდა სწრაფად არამედ გონებაც. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბაიერნის თავდამსხმელმა საკუთარი ავტობიოგრაფია გამოსცა და 300 ათასი კოპია გაყიდა.

23 წლის ასაკში კი ბავარიის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის ჰოლივუდის ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებოდა და გამომცემლობებს ექსკლუზიური უფლებები შესთავაზა საკუთარი ქორწილის გადაღების 25 ათასი მარკის ანაზღაურების სანაცვლოდ. ფეხბურთელებს იმ პერიოდში გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას აძლევდნენ ვიდრე დღევანდელ დღეს და ამიტომ გერმანიაში ბევრი ფეხბურთელი როგორც შეეძლოთ ისე გამოიმუშავებდნენ ფულს, მაგალითად გიუნტერ ნეტცერმა საკუთარი დისკოთეკა გახსნა, ხოლო, ფრანც ბეკენბაუერი 1 საათიანი ავტოგრაფ-სესიისთვის 5 ათას მარკას იღებდა, მაგრამ ფრანციც კი გაოცებული დარჩა ულის მოქმედებით - ქორწილის გადაღების უფლების გაყიდვით. Bild-ის საკუთარ სვეტში „კაიზერი“ წერდა: „ული ფრთხილად, შენ შეცდომას უშვებ“. ულის მეგობარი საბავშვო ნაკრებიდან პაულ ბრაიტნერი გაოცებული წერდა: „გასაოცარია, როგორ შეუძლია მას ყველაფრისაგან ბიზნესის გაკეთება“. მოგვიანებით მაქს მერკელმა ულის ბიზნესის წარმოების უნარი ასე აღწერა: „ული მეტალის მაკრატლით შედის ტყეში და ერთი კვირის შემდეგ იქიდან მერსედესით გამოდის“.

როდესაც 1979 წელს ბავარიის მენეჯერის პოზიცია ვაკანტური აღმოჩნდა, ხოლო ამ პოსტზე სასურველ კანდიდატს რუდი ასსაუერს ვერაფროთ ვერ გადაეწყვიტა დაეტოვებინა თუ არა ვერდერი, მაშინდელმა ბავარიის პრეზიდენტმა ვილგელმ ნოიდეკერმა ული ჰიონესს მიმართა, რომელსაც ფეხბურთელის კარიერა ახალი დამთავრებული ჰქონდა. ჰიონესის შესაძლებლობები კარგად ცნობილი იყო მისთვის. თავისი პირველი ტრანსფერი ულიმ ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში განახორციელა, შეათანხმა რა კონტრაქტი ტრანსპორტის კონცერნთან Magirus Deutz-თან და ამით პაულ ბრაიტნერის კლუბში დასაბრუნებელი თანხა გამოიმუშავა. როდესაც ული ჰიონესმა მენეჯერის პოსტი დაიკავა, კლუბის წლიური ბრუნვა 12 მილიონ მარკას შეადგენდა, ვალები კი 7 მილიონს, ხოლო გუნდს უკვე 5 წელი არ ჰქონდა მოგება ჩემპიონატში. თვითონ ჰიონესის თქმით, კლუბი იმ დროს მთლიანად დამოკიდებული მხოლოდ ბილეთების გაყიდვაზე იყო. „ხოლო, როდესაც წვიმა მოდიოდა, ხალხი სახლში რჩებოდა“. მიუხედავად ბოლო დროინდელი ტრიუმფებისა ევროარენაზე, ბავარია სხვა ევროპულ კლუბებს უკან ჩამორჩებოდა. პირველ რიგში - ფინანსური კუთხით: „მე კი მინდოდა, რომ ჩვენ ახალი მადრიდის რეალი გავმხდარიყავით“.

მამა (ნაწილი I)


ჰიონესი მუშაობას შეუდგა და 2009 წლამდე არ შეჩერებულა, 30 წლიანი მუშაობის შემდეგ კი მენეჯერის პოსტი კრისტიან ნერლინგერს გადასცა. ულისთვის მთავარ წარმატებად გუნდის მოგებები და ფინანსური კეთილდღეობა ითვლებოდა. პირველივე წელს ჰიონესის მენეჯერობით, ბავარია - პაულ ბრაიტნერისა და რუმენიგეს დუეტით, კვლავ ჩემპიონი გახდა. ჰიონესი თავით გადაეშვა მუშაობაში. ერთხელ ინტერვიუში ჰიონესის ვაჟმა ფლორიანმა, რომელსაც ულიმ სამართავად ძეხვეულის წარმოება გადასცა განაცხადა, რომ მამას მხოლოდ როგორც მენეჯერს და ბოსს ისე იცნობს.

17 თებერვალს კი ული ჰიონესი როგორც მე-2 დაბადების დღე ისე აღნიშნავს. 34 წლის წინ ჰიონესი ერთადერთი გადარჩენილი აღმოჩნდა ავიაკატასტროფიდან.


„ასი ათასი მფარველი-ანგელოზის დაცვის ქვეშ აღმოვჩნდი“


კატასტროფა 1982 წლის 17 თებერვალს მოხდა. ჰიონესი ოთხადგილიანი თვითმფრინავით Piper Seneca D-GIFL მგზავრობდა, რომელიც მიუნხენიდან განოვერში მიფრინავდა. „ბავარიის“ 30 წლის მენეჯერი თავის მეგობრებთან, ყოფილი მოთხილამურე ვოლფგანგ იუნგინგერთან და ერთ-ერთი მიუნხენური გამომცემლობის შეფთან ჰელმუტ ზიმლერთან ერთად ამხანაგური მატჩის ფრგ - პორტუგალიის სანახავად მიეშურებოდა. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაღლილმა ულიმ თვითმფრინავში ჩათვლიმა....

„როდესაც მეორე დღეს საავადმყოფოში გამომეღვიძა 5-6 საათი ვწოლილვარ გათიშული, ამან შანსი მომცა ჭკუიდან არ გადავსულიყავი. გონზე რომ მოვედი მითხრეს: „შენ ერთადერთი ხარ, რომელიც ცოცხალი გადარჩა“. ორივე პილოტი და ჩემი საუკეთესო მეგობარი ადგილზე გარდაიცვალნენ...“.


1982 წლის 17 თებერვალი. განოვერის მიმდებარე ტერიტორია. თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი.

მამა (ნაწილი I)



ჰიონესი მეუღლესთან სიუზისთან ერთად, საავადყოფოს პალატაში

მამა (ნაწილი I)


მამა (ნაწილი I)


მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდებოდა. 20:07 სთ. პილოტმა განოვერის აეროპორტს დაშვების დასტური მოთხოვა, განოვერმა დაუდასტურა, ხოლო, 20:10 სთ. ძრავის პრობლემების გამო ბორტიდან დახმარების საშველი სიგნალები გავიდა. დისპეჩერმა სიმაღლის აღებისა და ჩრდილოეთით გადაადგილების მითითება მისცა. ამის შემდგომ კი ორძრავიანი თვითმფრინავი რადარის ეკრანებიდან გაქრა.

მთელი პოლიცია და მეხანძრეები ფეხზე დადგნენ. ზუსტად ამ პერიოდში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეტყევემ კარლ-ჰაინც დეპპემ გადაწყვიტა თავისი საკუთრება შეემოწმებინა და აეროპორტიდან 15 კილომეტრში დამსხვრეული მეტალის გროვას წააწყდა, სადაც გასისხლიანებული ადამიანი მოსჩანდა. დეპპემ მასში ცნობილი ფეხბურთელი ამოიცნო. ჰიონესი, ამ ავიაკატასტროფაში ერთდერთი გადარჩენილი საშინლად გამოიყურებოდა, რაღაცას გაუგებრად ლაპარაკობდა და შემდეგ მხოლოდ ამის წარმოთქმა შეძლო: „ვიყინები“. იუნგინგერი თვითმფინავის პილოტი, მისი 24 წლის სტუნდენტი თანაშემწე და ზიმლერი - ყველანი გარდაცვლილები იყვნენ.

როგორც შემდეგ სპეციალისტები გამოტყდნენ - კატასტროფის მიზეზი პილოტირებისას დაშვებული შეცდომა გახდა. შტურვალთან ყოფილი მოთხილამურე იმყოფებოდა, რომელმაც რაღაც მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო დაშვების დროს.

„მე იმან გადამარჩინა, რომ ძალიან მეძინებოდა, ამიტომაც თვითმფინავის კუდისკენ გადავინაცვლე, - იხსენებს ჰიონესი. - ვფიქრობ, არც ერთ სხვა ადგილას გადარჩენის შანსი არ მექნებოდა. როდესაც კატასტროფის სურათებს უყურებ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ სიტუაციაში ვინმე შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მითუმეტეს სერიოზული ტრავმების გარეშე. ალბათ იმ მომენტში ასი ათასი მფარველი-ანგელოზის დაცვის ქვეშ მოვექეცი. მარჯვენა უკანა სავარძელი ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, რომელიც მიწაზე დაცემისას არ დაზიანებულა“.

მამა (ნაწილი I)



„ეს წებვადი შიშის შეგრძნება...“


ჰიონესი გონს გარეუბნის საავადმყოფოში მოვიდა, სადაც ჩამტვრეული ნეკნებით, მოტეხილი ფეხითა და ტვინის შერყევით მოხვდა. პირველი რაც გონს მოსვლისას იკითხა იყო: „მატჩი როგორ დამთავრდა?“. გვერდით კი ერთგული მეგობრები პაულ ბრაიტნერი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ისხდნენ - რომლებიც სპორტულ კოსტიუმებში გამოწყობილები, ჰიონესის ამბის გაგებისთანავე პირდაპირ სტადიონიდან გამოეშურნენ.

უკვე 2 კვირის შემდეგ, ჰიონესი საავადმყოფოდან გამოწერეს. „ძალიან კარგია, რომ კატასტროფაზე ყველაზე ბუნდოვანი მოგონებებიც კი არ დამსიზმრებია, - იხსენებს იღბლიანი, - მე ისევ შემეძლო ფრენა! ბევრი ჩემს ადგილზე აღარასდროს აღარ იფრენდა“.

1982 წლის მარტი, „ბავარიის“ მენეჯერი ული ჰიონესი და კლუბის პრეზიდენტი ვილლი ჰოფმანი სტადიონზე.
მამა (ნაწილი I)


მაგრამ მაინც, ამ შემზარავი ისტორიის შემდეგ, თუ არის ასეთი შესაძლებლობა, ფრენებს თავს არიდებს. გერმანიის ტერიტორიაზე გადაადგილებისას ის პრიორიტეტს მატარებელს ანიჭებს. იყო შემთხვევა - „ბავარია“ საფრანგეთში მიფრინავდა და ჰიონესმა თვითმფრინავის ვადამდელი დაშვება მოითხოვა პარიზში, შემდეგ კი დანიშნულ ადგილამდე ავტობუსით მივიდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ: ძლიერ ბინდში გარისკვა არ უნდოდა.

„აეროფობია არ მაქვს, მაგრამ პატარა თვითმფრინავებს ვამჯობინებ, რომ მოვერიდო, - იძახის ჰიონესი. - თუმცა დიდი თვითმფრინავების ბორტზე მაინც მოდის ეს წებვადი შიშის შეგრძნება...“.

მამა (ნაწილი II)
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..