» » მამა (ნაწილი II)

მამა (ნაწილი II)

29-11-2016, 13:48
0119
გთავაზობთ სტატიის II ნაწილს კლუბის გულსა და სულზე, ბაიერნის წარმატებების შემქმნელზე - ული ჰიონესზე, რომლის დაბრუნებაც „ბაიერნის“ პრეზიდენტის რანგში 987 დღის შემდეგ არავისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენს.

ნაწილი II

საერთოდ ჰიონესი არაერთხელ მოხვედრილა უსიამოვნებებში, უმეტესად თავისი ენის გამო, რომელსაც ოპონენტებთან ვერ აჩერებს და მოუმზადებლად პასუხობს მათ. გაცხარებისას მას ყვირილიც არ ერიდება და უშვერ გამონათქვამებსაც იყენებს, ხოლო მისი სიტყვები ხშირად არასამართლიანი და პოპულისტურია. ამასთან, ის თავს ისე გრძნობს თითქოს უსამართლოდ ზუსტად მას მოექცნენ. ამის მიუხედავად, თავისი საფეხბურთო ფუნქციონერის კარიერაში მხოლოდ რამოდენიმე მტრის შეძენა მოახერხა. ერთ-ერთ მათგანს ვილი ლემკე წარმოადგენს ვერდერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ჰიონესის ყოფილი ოპონენტი ბრემენის ვერდერის მენეჯერის პოსტზე. ლემკე ჰიონესის პოლიტიკას აკრიტიკებდა კონკურენტების საუკეთესო ფეხბურთელების შეძენის გამო და ულის „გერმანული ფეხბურთის სიკვდილს“ უწოდებდა. შედეგად, ჩვენმა გმირმა ბრემენიდან ოტო რეჰაგელი გამოიტყუა, მწვრთნელი, რომელმაც „ვერდერი“ რეალურად „ბაიერნის“ კონკურენტი გახადა. ოტოს წასვლის შემდეგ „ვერდერი“ რამოდენიმე წლით ბუნდესლიგის საშუალო გუნდად იქცა. გაცეცხლებული ლემკე დღემდე ღიად ლაპარაკობს ული ჰიონესის სიძულველზე, რაც „ბაიერნის“ პრეზიდენტის 60 წლის იუბილეს დროსაც კი აღნიშნა. ჰიონესმა კი თავისი ოპონენტი “წუწუნად“ შერაცხა, შემდეგ კი დორტმუნდის „ბორუსიის“ აღმასრულებელ დირექტორზე ჰანს-იოაჰიმ ვაცკეზეც გაიხუმრა: „ეგეც მეორე ლემკე არ გახდეს“.

მაგრამ ყველაზე რეზონანსული „ბაიერნის“ მენეჯერისთვის კრისტოფერ დაუმთან დაპირისპირება გახდა. 1980-იანების მიწურულს დაუმმა „კიოლნი“ ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოდა „ბაიერნთან“. ცოტა ხნით ადრე ჩემპიონატის დასასრულემდე Aktuelle Sportstudio-ს სატევიზიო პროგრამის ეთერში დაუმი, ული ჰიონესთან და „ბაიერნის“ მწვრთნელ იუპ ჰაინკესთან ერთად მოხვდა. სეზონის განმავლობაში დაუმს არაერთხელ გაუკრიტიკებია იუპ ჰაინკესი და გადაცემის განმავლობაში დაუმი ნამდვილ სიტყვიერ შეტაკებაში მოხვდა ული ჰიონესის მხრიდან, მიუნხენური კლუბის მენეჯერმა გადაცემის დასასრულს ლემკეს მიმართა: „ხუთშაბათს შენი გზა დაიწყება დასასრულისკენ“. მომდევნო ხუთშაბათს, 25 მაისს, „კიოლნი“ გადამწყვეტ მატჩს თამაშობდა „ბავარიელებთან“. „კიოლნმა“ თამაშის მიწურულს 2 ბურთი გაუშვა, ამით წააგო თამაში და ჩემპიონატიც.

ეს კონფლიქტი 10 წლის შემდეგაც გაგრძელდა. დაუმი, რომელიც იმ დროს ლეცერკუზენის „ბაიერში“ მუშაობდა და 4 წელიწადში 3-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონატის ვიცე-გამარჯვებული, ნაციონალური გუნდის მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატს წარმოადგენდა. 2000 წლის შემოდგომაზე მიუნხენის ბულვარულ გამოცემასთან Abendzeitung-თან ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ქრისტოფ დაუმი ვერ გახდება ნაციონალური გუნდის მწვრთნელი, რადგან კოკაინის მომხმარებელია. ეს სიტყვები მასშტაბური სკანდალის მიზეზი გახდა. ყველა ჰიონესს ადანაშაულებდა უპატივცემულობაში, მედიდურობაში და თავხედობაში. ხოლო, თამაშების დროს გერმანელი გულშემატკივარი ულის მისამართით უსტვენდა, ტრიბუნებზე კი პლაკატები გამოჩნდა წარწერით: „დაუმ, გამაგრდი - ჰიონესი - ნეხვია“.

მამა (ნაწილი II)


ბევრმა მოკავშირემ ზურგიც კი შეაქცია ულის. მან სახელმწიფოს დონეზეც კი დაიმსახურა კრიტიკა - იუსტიციის მინისტრის გერტ დოიბლერ-გმელინის მხრიდან. ხოლო, მისი ფრანკფურტიდან ჩამოფრენისას, მიუნხენის აეროპორტის მიწისქვეშა ავტო-ფარეხი ევაკუირებული იქნა იმ შეტყობინების გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჰიონესის მანქანაში ბომბი ჩაიდო. მოკლედ ყველა ული ჰიონესის წინააღმდეგ შეიარაღდა, ის უკიდურესად არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, სულ მალე ისტორია რადიკალურად შეიცვალა. 10 ოქტომბერს დაუმმა პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზადაა თმის ანალიზის ჩასაბარებლად, რათა დაამტკიცოს, რომ ული ჰიონესის ბრალდებები უსაფუძვლოა. „მე ამას ვაკეთებ, იმისათვის, რომ აბსოლუტურად სუფთა სინდისი მაქვს“.

10 დღის შემდეგ ლევერკუზენის „ბაიერის“ მენეჯერი რაინერ კალმუნდი კიოლნში გაემგზავრა, სადაც დაუმის თმის ნიმუშის ანალიზს ცნობილი სასამართლო ექიმი-ექსპერტი გერბერტ კეფერშტაინი ატარებდა. კალმუდს საღამოსვე უნდოდა საქვეყნოდ განეცხადებინა, რომ მისი მწვრთნელი „როგორც ახალშობილი ისეთი სუფთა იყო“. მაგრამ აი ანალიზმა - დადებითი აჩვენა. იმ ღამესვე ლევერკუზენის მენეჯერი რუდი ფიოლერს დაუკავშირდა და სთხოვა კლუბის მწვრთნელის მოვალეობები ჩაებარებინა, ხოლო დაუმისათვის მაიამიში ბილეთი შეუკვეთა.

დილას ანალიზის შედეგების პასუხი მთელმა ქვეყანამ გაიგო. ჰიონესისათვის ეს აბსოლუტურ გამარჯვებას წარმოადგენდა - მისი ავტორიტეტი კი კიდევ უფრო გაიზარდა.

წლები ფეხბურთის ფუნქციონერად მუშაობისას ჰიონესმა გერმანიის ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი ადამიანის დიდება მოიპოვა. ის ყველაზე დიდხანს შემორჩა თავის პოსტს, მუშაობდა რა თანმიმდევრობით და თავისას დაჟინებით აღწევდა.

ული არაერთხელ დახმარებია გაკოტრების პირას მისულ ბუნდესლიგის სხვა კლუბებს და უკვე არ ეშინოდა ვინმეს პოლიტიკის გაკრიტიკების, მათი არაშორსმჭვრტელობის გამო. ულის მიაჩნდა, რომ ვალდებული იყო ეზრუნა მთლიანად ბუნდესლიგაზე, მაგრამ ამავე დროს ყურადღებას უთმობდა იმას, რომ არავისთან არ ყოფილიყო უფრო კარგად და მდიდრულად ვიდრე ეს თავის მშობლიურ კლუბში იყო.

მამა (ნაწილი II)


იძახიან, რომ ბავარია ყველაზე ჰუმანური კლუბია გერმანიაში. ეს იმ მნიშვნელობით უნდა იყოს გაგებული, რომ ამ კლუბში მართლაც ოჯახური ურთიერთობები სუფევს. და ეს ყველაფერი ული ჰიონესის დამსახურებაა.

ულისთვის, რომელმაც კლუბს ამდენი წელი დაუთმო, რომელმაც მიუნხენში 150-მდე ტრანსფერი განახორციელა და მწვრთნელებს ყურადღებით არჩევდა, ბავარია მისთვის - შვილია. შესამჩნევია, რომ ული ფეხბურთელებს როგორც შვილებს ისე ექცევა. როდესაც ლუკა პოდოლსკიმ პრესაში უკმაყოფილება გამოთქვა თავისი რეზერვისტის მდგომარეობით კლუბში, ჰიონესმა მხოლოდ ეს უთხრა: „კარგი, მორჩი სლუკუნს“. ამავე დროს ის მზადაა ფეხბურთელები როგორც თავისი შვილები ისე დაიცვას. ბრენოს სასამართლოს დროს ჰიონესი ცდილობდა მოსამართლეს გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ თუ ბრენოს დიდი ხნით ჩაჯდომა მოუწევდა, მისთვის შეუძლებელი იქნებოდა კარიერის განახლება, ბრენო კი ფეხბურთის გარდა თავს ვერაფრით ვერ ირჩენდა. მეჰმედ შოლი კი საერთოდ რამოდენიმე ხანი ული ჰიონესთან ცხოვრობდა და „იზრდებოდა“ ჰიონესების სახლში, ხოლო, ავარიაში მოყოლილ ლარს ლუნდეს თვით ული უვლიდა დამოუკიდებლად.

ზოგჯერ ული მეტისმეტად ყურადღებიანიც კი იყო თავის „შვილებთან“ მიმართებაში. 1990-იანი წლების მიწურულს მარიო ბასლერმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქგარეთ მგზავრობების დროს მას ხშირად ვიღაც უთვალთვალებდა. ჰიონესი მოგვიანებით გამოტყდა, რომ მარიო ბასლერის სათვალთვალოდ კერძო დეტექტივი ჰყავდა დაქირავებული. მარიო ცნობილი მოსეირნე გახლდათ და „მამას“ სურდა გაეგო თუ სად ატარებდა დროს მისი ფეხბურთელი. ამის გაგონებისთანავე, „ბაიერნის“ კაპიტანი ტომას ჰელმერი აღშფოთებას ვერ მალავდა kicker-თან ინტერვიუში. „მე მთელი გუნდის აზრს ვიტყვი და კვლავ განვმეორდები: ეს ნამდვილი ღორობაა!“ თავისი დეტექტიური მოღვაწეობის გამო ჰიონესმა მეტსახელი მიიღო - ული კონტროლეტტი. თუ ახლანდელი „ბაიერნის“ პრეზიდენტი ფეხბურთელებს როგორც თავის შვილებს ისე უყურებდა და ექცეოდა, „ბაიერნის“ მწვრთნელებს და დამრიგებლებს ის გრძნობა არ სტოვებდა, თითქოს ისინი თავისი სიდედრის სახლში ცხოვრობდნენ. და თუ „სიძე“ მოსაწონი იყო და უჯერებდა „სიდედრს“, მაშინ ურთიერთობები შესანიშნავად ეწყობოდა (ჰიტცფელდი, ჰაინკესი), და თუ „ნაშვილები“ გაბედავდა და შეეწინააღმდეგებოდა - განხეთქილება გარდაუვალი იყო (ვან გაალი).

მამა (ნაწილი II)


და როგორ უნდა იცხოვროს კეთილსინდისიერმა ოჯახმა საკუთარი სახლის გარეშე? ჰიონესი არასდროს არ მალავდა, რომ ოლიმპიაშტადიონის ატანა არ ჰქონდა და ყოველთვის ოცნებობდა საკუთარ სტადიონზე, სადაც გულშემატკივრები თავს ისე იგრძნობდნენ როგორც საკუთარ სახლში. 2005 წელს ულის ოცნება როგორც იქნა ასრულდა - ბავარიამ საკუთარი სახლი მიიღო. ახლა მიუნხენელები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სტადიონზე თამაშობენ: „გულშემატკივრები ახლა მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე ხშირად მოდიან, წვიმიან ამინდშიც კი - მათ იციან, რომ ეს - მათი ადგილია“.

35 წლის განმავლობაში თავისი კლუბი ჰიონესმა გიგანტად აქცია, რომელსაც თვითონ წარმოადგენს. ბავარია 3-ჯერ გავიდა ყველაზე პრესტიულ ევროპულ კლუბთა შეჯიბრის ფინალში, ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჩემპიონატი და ყველაზე მომგებიანი კლუბი გახდა მსოფლიოში. ჰიონესის თქმით, პირველ სხდომაზე G14 ადრიანო გალლიანი, ხოსეპ ლუის ნუნესი და ლორენცო სანსი ზემოდან უყურებდნენ მათ - ჰიონესს და რუმენიგეს. ახლა კი ბავარიას ყველა ანგარიშს უწევს. ულის უკვე დიდი ხანია აღარ სურს, რომ ბავარია მადრიდის რეალივით იყოს, რადგან „ბაიერნი“ მისთვის უკვე დიდი ხანია „რეალზე“ უკეთესია.

ულის სიამაყე მის ბუნებრივ სიკეთესთანაა კომბინაციაში. ის რეალურად ბევრს დაეხმარა. ერთხელ უკრაინელ პატარა ბიჭუნას გაუწოდა თავისი დახმარების ხელი, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. იმასაც იძახიან, რომ მისთვის მძიმეა დახმარებაზე უარის თქმა, როდესაც სათხოვნელად მას მიმართავენ. სავარაუდოდ, მისი ხასიათისთვის უცხო არაა კეთილშობილება.

მამა (ნაწილი II)


ული ჰიონესს ხშირად „ბავარიასთან“ აიგივებენ, მან ხომ ის ფაქტიურად შექმნა „საკუთარი ხატებითა და მსგავსებით“. და როდესაც 2014 წლის დასაწყისში დიდი აურზაური ატყდა შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, ჩრდილი არამარტო ჰიონესის რეპუტაციას დაეცა, არამედ ბავარიასაც. ული დააკავეს, მისი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს, იმ გაზახფულზე მას ბევრი რამის გადატანა მოუწია, მაგრამ თითოეულ ინტერვიუში ის დაჟინებით ამტკიცებდა: „ეს ჩემი პირადი შეცდომაა, არანაირი კავშირი არ აქვს ამას კლუბთან“. ამ რთულ მდგომარეობაშიც კი ის ცდილობდა კლუბი დაეცვა, რომელსაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. იმის მცდელობაში რომ „ბაიერნი“-ს ავტორიტეტისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა, მან თანამდებობიდან გადადგომის განცხადებაც კი დაწერა: - „კლუბში დაკავებული ყველა თანამდებობიდან მივდივარ. მსურს ნებისმიერი ზიანი ავაცილო თავიდან კლუბს, რაც შესაძლებელია რომ მიადგეს, განაჩენის გამოტანიდან. „ბავარიაში“ მუშაობა - ჩემი მთელი ცხოვრებაა და ცხოვრებადვე დარჩება“.

ული ჰიონესი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც უმრავლესობას შესაძლოა არ მოწონდეს. მაგრამ გულწრფელი სიყვარული კლუბისადმი, ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს და მისგან უნდა ისწავლებოდეს.


სტატიის 1-ლი ნაწილი შეგიძლიათ იხ. აქ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..