» » ფიფას წლის სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად 9 ბავარიელი იბრძოლებს

ფიფას წლის სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად 9 ბავარიელი იბრძოლებს

1-12-2016, 22:55 LEV4NI სიახლეები 0 38

FIFPro-მ უკვე გამოაქვეყნა წლის სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად შერჩეული 55 კანდიდატის ვინაობა, 2016 წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრისათვის კი მიუნხენელთა ბანაკიდან ერთბაშად 9 ფეხბურთელი იბრძოლებს.

რეკორდმაისტერის რიგებიდან შერჩეული საუკეთესო 9 ფეხბურთელის კანდიდატურა შემდეგნაირია:


1) მანუელ ნოიერი (მეკარე)
2) ფილიპ ლამი (მცველი)
3) მატს ჰუმელსიმცველი)
4) ჟერომ ბოატენგი (მცველი)
5) დავიდ ალაბა (მცველი)
6) არტურო ვიდალი (ნახევარმცველი)
7) ჩაბი ალონსო (ნახევარმცველი)
8) ტომას მიულერი (თავდამსხმელი)
9) რობერტ ლევანდოვსკი (თავდამსხმელი)

რჩეული 55 კანდიდატიდან ყველაზე მეტად მცველები ჭარბობენ რომელთა საერთო რაოდენობას 20-ს აღწევს, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების რაოდენობა თანაბარია (15). აღნიშნულ სიაში ყველაზე მცირე რაოდენობით კი მეკარეები შევიდნენ რომელთა რაოდენობაც 5-ს უტოლდება.

FIFPro-ს მიერ შერჩეული საუკეთესო 55 მოთამაშის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: კლაუდიო ბრავო (ჩილე/მან.სიტი/ბარსელონა), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია/იუვენტუსი), დავიდ დე ხეა (ესპანეთი/მან.იუნაიტედი), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა/მადრიდის რეალი), მანუელ ნოიერი (გერმანია/მიუნხენის ბაიერნი)

მცველები: ხორდი ალბა (ესპანეთი/ბარსელონა), დავიდ ალაბა (ავსტრია/მიუნხენის ბაიერნი), სერჟ აურიერი (კოტ დ’იუარი/პსჟ), ჰექტორ ბელერინი (ესპანეთი/არსენალი), ჟერომ ბოატენგი (გერმანია/ მიუნხენის ბაიერნი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია/იუვენტუსი), დანიელ კარვახალი (ესპანეთი/მადრიდის რეალი), ჯორჯო კიელინი (იტალია/იუვენტუსი), დანიელ ალვეში (ბრაზილია/ბარსელონა/იუვენტუსი), დავიდ ლუისი (ბრაზილია/პსჟ/ჩელსი), დიეგო გოდინი (ურუგვაი/ატლეტიკო), მატს ჰუმელსი (გერმანია/დორტმუნდის ბორუსია/მიუნხენის ბაიერნი), მარსელო (ბრაზილია/მადრიდის რეალი), ფილიპ ლამი (გერმანია/მიუნხენის ბაიერნი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა/ბარსელონა), პეპე (პორტუგალია/მადრიდის რეალი), ჟერარდ პიკე (ესპანეთი/ბარსელონა), სერხიო რამოსი (ესპანეთი/მადრიდის რეალი), ტიაგო სილვა (ბრაზილია/პსჟ) და რაფაელ ვარანე (საფრანგეთი/მადრიდის რეალი)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეცი (ესპანეთი/ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (ბელგია/მან.სიტი), ჩაბი ალონსო (ესპანეთი/მიუნხენის ბაიერნი), ედენ აზარი (ბელგია/ჩელსი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/ბარსელონა), ნ’გოლო კანტე (საფრანგეთი/ლესტერ სიტი/ჩელსი), ტონი კროოსი (გერმანია/მადრიდის რეალი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია/მადრიდის რეალი), მესუთ იოზილი (გერმანია/არსენალი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი/ვესტ-ჰემი), პოლ პოგბა (საფრანგეთი/იუვენტუსი/მან.იუნაიტედი), ივან რაკიტიჩი (ხორვატია/ბარსელონა), დავიდ სილვა (ესპანეთი/მან.სიტი), მარკო ვერატი (იტალია/პსჟ), და არტურო ვიდალი (ჩილე/მიუნხენის ბაიერნი)

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (არგენტინა/მან.სიტი), გარეთ ბეილი (უელსი/მადრიდის რეალი), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი/მადრიდის რეალი), კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია/მადრიდის რეალი), პაულო დიბალა (არგენტინა/იუვენტუსი), ანტუან გრინზმანი (საფრანგეთი/ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (არგენტინა/ნაპოლი/იუვენტუსი), ჯეიმი ვარდი (ინგლისი/ლესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/მიუნხენის ბაიერნი), ლეო მესი (არგენტინა/ბარსელონა), ტომას მიულერი (გერმანია/მიუნხენის ბაიერნი), ნეიმარი (ბრაზილია/ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ჩილე/არსენალი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ბარსელონა) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/პსჟ/მან.იუნაიტედი)

აქვე გეტყვით იმასაც რომ საუკეთესო თერთმეტეულის ვინაობა ოფიციალურად 9 იანვარს გახდება ცნობილი .
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..