» » ჟერომ ბოატენგი: რა არ იცით მცველებზე

ჟერომ ბოატენგი: რა არ იცით მცველებზე

4-12-2016, 15:20 dachi8 სხვადასხვა 0

ჟერომ ბოატენგი:  რა არ იცით მცველებზე
გაქვთ სურვილი გაიგოთ, როგორ მოქმედებს მცველი? პირველ რიგში თავდამსხმელი უნდა გახდეთ. სერიოზულად. მინიმუმ, ამან იმუშავა ჩემს შემთხვევაში. მოდით დავარქვათ ამას ბედნიერი შემთხვევა - ყვება რეკორდმაისტერისა და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი - ჟერომ ბოატენგი.

როდესაც 14 წლის ვიყავი, თავდასხმის მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი ბერლინის ახალგაზრდულ გუნდში. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჩვენმა მთელმა დაცვითმა ხაზმა შვეციასთან მატჩის წინ ტრავმები არ მიიღო.

„ჟერომ, დაცვაში მოგიწევს თამაში“ - მითხრა მწვრთნელმა.

რასაკვირველია, რატომაც არა? შეტევაში 6 წლიდან ვთამაშობდი, ასე რომ, ეს იმას გავდა, რომ ჩვენ საიდუმლო გეგმა გაგვიჩნდა. ვიცოდი, თავდამსხმელებს სად სურდათ მოეხვედრებინათ ბურთი, რის გაკეთებას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ ამის მოხერხებას, რადგან მეც ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი. ეს გამოცდილება დღემდე ძირითადი მნიშვნელობისაა ჩემი მცველის რანგში თამაშის დროს.

რასაკვირველია თქვენ იცით: მოწინააღმდეგეს დარტყმის საშუალება არ უნდა მივცე. მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო? ლაპარაკი მიდის არა მარტო იმაზე, რომ კედლის როლი შევასრულო ბურთის წინ. ნებისმიერ მოძრაობას, ნებისმიერ გადაცემას, ართმევას და ნებისმიერ სხვა რამეს რასაც მინდორზე ვაკეთებ, მნიშვნელობა აქვს.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ჩემი გუნდის საერთო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანს მოწინააღმდეგისათვის დარტმის საშუალების არ მიცემა წარმოადგენს.

ყველაფერი გარშემო მყოფ თანაგუნდელებთან ურთიერთობით იწყება. კომუნიკაცია ჩვენი დაცვისათვის უმნიშვნელოვანესია.

ჩვეულებრივ „ბავარიაში“ ჩვენ 3 ან 4 მცველით ვთამაშობთ და განლაგების მიუხედავად მე ცენტრალურ მცველის ადგილს ვიკავებ. ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაცია უნდა დავამყარო ჩემს გვერდით მყოფ თანაგუნდელებთან და წინ მყოფ ნახევარდაცვის ბიჭებთან, იმის შესახებ თუ რა მიმართულებით გვსურს შეტევის განვითარება. ატმოსფერო იცვლება, როდესაც მე ნაკრებში ვთამაშობ. ნაციონალურ გუნდში ჩემს თანაგუნდელებს მხოლოდ რამოდენიმეჯერ ვხედავ გარკვეულ მონაკვეთებში, ამიტომ მეტი დრო გვჭირდება თამაშის დალაგებისთვის. ბავარიაში ჩემს თანაკლუბელებთან ყოველდღე ერთად გვიწევს ვარჯიში, ამიტომ ზუსტად ვიცი, თუ მათ რისი გაკეთება სურთ, თუ როგორ მოქმედებენ შეტევაში და დაცვაში და თუ სად უნდა მივაწოდო ბურთი მარჯვენა თუ მარცხენა ფეხთან. ფეხბურთის მოედანზე ჩვენ სინქრონულად და ტექნიკურად ვთამაშობთ, ასე რომ ჩვენ არ ვსაჭიროებთ ბევრ ლაპარაკს ერთმანეთში.

ჩვენი მისია გოლების პრევენციისთვის არასდროს არ მთავრდება. როგორც კი ერთ შეტევას ვაჩერებთ, ყველაფერი თავიდან იწყება. მე პირველი ვარ ბურთთან ჩვენი მეკარის შემდეგ, ასე, რომ ჩემი ვალდებულებაა მოვძებნო ჩემი გუნდის გახსნილი ფეხბურთელი და ბურთი მას გადავაწოდო. დიდი ყურადღება ეთმობა შეტევაში სწრაფ გადასვლას. ამიტომ, მოვიგე თუ არა ორთაბრძოლა, ან მივიღე თუ არა ბურთი პარტნიორისაგან, მაშინვე ჩვენს ფორვარდს ვეძებ მოედანზე. ეს უფრო რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ბუნდესლიგის გუნდები ხშირად დაცვაში მეტად მჭიდროდ თამაშობენ. ხშირ შემთხვევებში, ბურთის მიღებისას, უკვე 8 თუ 9 მოწინააღმდეგის ფეხბურთელი უკვე დაბრუნებულნი არიან დაცვაში. ამიტომ, ვცდილობ ბურთი მოვიშორო იდეალურ დროს და გადავაგზავნო მოედნის იდეალურ ადგილას.

არც თუ ისე ძნელია არა? რას იტყვით?

თუ გადაცემა გავიდა. დასვენებისთვის დრო არ მრჩება, რადგან როგორც კი ბურთი მოედნის ნახევარს კვეთავს, მაშინვე მოწინააღმდეგის კონტრშეტევაზე ვფიქრობ. თამაშის ამ დონეზე ბევრი შეხებაა ბურთთან და ართმევა, ასე, რომ მაშინაც კი როდესაც ჩვენი გუნდი უტევს, ჩვენ სულ იმის ფიქრში ვართ, რომ მოწინააღმდეგის თავდამსხმელები რაღაცას მოიფიქრებენ... და ისინი დიდ ხანს არ გვალოდინებენ, განსაკყთრებით ისეთი გუნდები როგორიც ბარსელონა და მადრიდია, რომელთაც ყველაზე ძლიერი თავდასხმა ყავთ, ვისაც ჩვენ დავპირისპირებივართ. ამ გუნდებს წინ 3 თავდამსხმელი ყავთ, და სამივე თავდასხმაში როგორც ერთი მთლიანი ისე მოქმედებს.

მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ისეთი ფეხბურთელები როგორებიც მესი, რონალდუ და ნეიმარი არიან შენსკენ მთელი სიჩქარით მოექანებიან?

მაშინ შენ სწრაფადვე ტაქტკური გარემოება უნდა შეაფასო.

მაზღვევს თუ არა მცველი ზურგს უკან? თუ ვინმე მეხმარება მაშინ გარისკვა შემიძლია და ართმევაზე წავიდე ან ვარდნა განვახორციელო. მაგრამ მე თუ ბოლო მცველი ვარ, მაშინ გარისკვა არ შემიძლია. ყველაფერი უნდა გავაკეთო რაც შემიძლია, რომ მოწინააღმდეგე შევანელო ჩემი პოზიციის გამოყენებით, იმ იმედით, რომ დროს მოვიგებ ჩემი თანაგუნდელებისთვის.

ჟერომ ბოატენგი:  რა არ იცით მცველებზე


რონალდუსთან თუ მესისთან, რომელი ვარიანტიც არ უნდა აირჩიოთ რთულია, თუ მათ თავისუფალი სივრცე ექნებათ, ნეიმარი და მესი დიდი სიმაღლის არ არიან და ამიტომ უფრო სწრაფად მოძრაობა შუძლიათ, ეს კი რთულია ისეთი მაღალი მცველებისათვის როგორიც მე ვარ (193სმ). რონალდუს სიმაღლე აქვს, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენელი სისწრაფეც გააჩნია, ძალა და თავითკარგი დარტყმა. თქვენ არ შეგიძლიათ სიზარმაცე გამოავლინოთ ასეთი თავდამსხმელების წინააღმდეგ, რადგან ისინი უმალ გაგიტანენ. ისინი მეტად კარგები არიან, რომ შენ თუნდაც პატარა შეცდომა გაპატიონ. ტექნიკისა და სისწრაფის გარდა ასევე თავდაჯერებაც გჭირდება. რონალდუ, მესი, სუარესი, ნეიმარი - ყველანი გრძნობენ თუ შენ შიში შეგიპყრობს მათთან ორთაბრძოლის დროს. თუ მათ ეს შიში იგრძნეს, ისინი გაგანადგურებენ. ამიტომ შენ უნდა აჩვენო, რომ მათი არ გეშინია.


თავდაჯერება მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემს სამუშაოში

მე ვიცი, როდის უნდა გავაკეთო ართმევა, როდის დავასწრო ბურთზე თამაში ან როდის შევანელო მათი გარღვევები. როდესაც გაცილებით უმცროსი ვიყავი და ჩემი გუნდი ბურთს კარგავდა, მისი დაბრუნება მაშინვე მინდოდა და ამიტომ გულუბრყვილო შეცდომებს ვუშვებდი. ეს ჩემპიონთა ლიგაზე არ მუშაობს. თამაშის ტემპი ისეთი მაღალია, რომ ნებისმიერი შეცდომა გაშვებული გოლის ფასად დაგიჯდება... და თუ ჩვენ ბურთს გავუშვებთ, ერთი ოქროს წესი გამაჩნია: მე არ უნდა დავკარგო თავი. არ უნდა ვიფიქრო, ო, ღმერთო ჩემო, მიდით, მიდით! ჩქარა, ჩქარა! ჩვენ გოლი უნდა გავიტანოთ! მატჩი 90 წუთი გრძელდება. თუნდაც მე-80 წუთი მიმდინარეიბდეს, კიდევ გრჩება დრო, რომ თამაშში დაბრუნდე.

ჟერომ ბოატენგი:  რა არ იცით მცველებზე



ახლა მოდით ვილაპარაკოთ ჩემი საქმიანობის საყვარელ ნაწილზე - ბურთის ჩაჭრებზე

ბურთის ჩაჭრების დროს ყველაფერი დამოკიდებულია მომენტის სწორ არჩევაზე. სანამ ბურთს ჩავჭრიდე, მანამდე 100 პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ბურთს მოვიპოვებ. თუ ეს ასე არაა, მაშინ უბრალოდ თავდამსხმელის გვერდით ვიმყოფები. ჩაჭრა იმ რისკად არ ღირს, რომ წითელი ბარათი მიიღო და გუნდი უმცირესობაში დატოვო. რა თქმა უნდა ეს რთული ამოცანაა, თქვენ მხხოლოდ 2 წამი გაქვთ, სანამ რაიმეს გადაწყვეტდეთ. სირბილის დროსვე ეკითხებით საკუთარ თავს, აპირებ თუ არა ართმევას? დარწმუნებული ხარ? თუ ფეხბურთელს გაყვები ბოლომდე და თანაგუნდელებს დაელოდები? მაგრამ რად ღირს ის გრძნობა, როდესაც შენ სუფთა ვარდნას განახორციელებ და ბურთს თანაგუნდელებს დაუბრუნებ.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთთან და ბრაზილიასთან მატჩებში, რამოდენიმე კარგი ჩაჭრა განვახორციელე, პლიუს რამოდენიმე ფინალში არგენტინასთან. ეს სრულიად სხვა თამაშს წარმოადგენდა, ჩემს დებიუტთან განსხვავებით ნაკრებში, როდესაც მხოლოდ 20 წლის ვიყავი, მაშინ მე ყვითელი და წითელი ბარათი მივიღე. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ვცდილობდი დამემტკიცებინა მოედანზე ყოფნის უფლება და მთლიანობაში საზიზღარი თამაში ჩავატარე.

ჟერომ ბოატენგი:  რა არ იცით მცველებზე


ამან კიდევ ერთ თემაზე დამაფიქრა: იყო მცველი, ეს კიდევ კონტროლია იმისა, თუ რა ხდება შენს თავში, ფიქრებში, რაც ყოველ ფეხბურთელს სხვხდასხვანაირად აქვს. ზოგიერთ ფეხბურთელს შესაძლებელია მცირე ტრავმა ჰქონდეს ან 100 პროცენტით მზად არ იყოს, მაგრამ მთლიანობაში კარგად გრძნობენ თავს. მე კი მთლიანად უნდა ვიყო კონცენტრირებული. თუ მუხლი მაწუხებს, ან თუნდაც რაიმე ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, მაშინ ვიცი, რომ მთლიანად კონცენტრაციას თამაშზე ვერ მოვახერხებ. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც თავის სამუშაო მაგიდსთან ზის და სხვა რაღაცაზე განიცდის... და აი მაშინ, ყველაფერი შეიძლება დაინგრეს, მე ვაკეთებ ცუდ ვარდნას, ბურთთან ვაგვიანებ და ჩემს საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებ.

ამ დრომდე ჩვენ დაცვაზე ვლაპარაკობდით, როდესაც ბურთი თამაშშია. მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ იმ 50 პროცენტ სამუშაოზე რასაც მე ვასრულებ - თავისუფალ დარტყმებზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველას დაგინახიათ მცველების ჯგუფი, რომლებიც საჯარიმოს დარტყმის წინ თავის კართან დგებიან. ჩვენი სახეები ალბათ დაძაბულია, რადგან მზად არიან იმისათვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საჯარიმოების შემსრულებელი ბურთს პირდაპირ თქვენსკენ გადმოგზავნის. რა ხდება ამ დროს ჩემს თავში? გუნდისათვის საჭიროა დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო.

ნებისმიერ ადამიანს ამ მომენტებში შეტრიალება უნდა. ერთხელ მატჩის დროს, ბურთი პირდაპირ სახეში მომხვდა. მე უბრალოდ ცოტა შევტრიალდი, რომ დარტყმა სახის ნაცვლად მხარით მიმეღო - მსაჯმა კი ხელით თამაში დააფიქსირა. (რაც არ იყო რეალურად). ასე, რომ შენ უნდა მიეჩვიო და ისწავლო იქ დგომა და დარტყმის მიღება. მაგრამ არიან სხვებიც, რომლებიც შენს გვერდით დგანან. განსაკუთრებით - მეკარე. თუ თქვენ მცველი ხართ, არავინ არის თქვენთვის იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე მეკარე. საჯარიმო დარტყმაა? ის გარიგებს თუ როგორ დადგე კედელში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ თუ როგორ გაჰყვირის ის ტელევიზორში. იგივე ითქმის კუთხურებზეც, ის ინტრუქციას გაჰყვირის:
„მარჯვნივ!“
„მარცხნივ!“
„ახტი!“
„არ ახტე!“
და თქვენთვის უკეთესია თუ მას ყურს დაუგდებთ.

მცველისათვის, საჯარიმო დარტყმები მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს თამაშში. ჩვენ სულ მოძრაობაში ვართ, ერთმანეთს ძალიან არ უნდა მივუახლოვდეთ, ისევე როგორც არ უნდა დავშორდეთ და დიდი მანძილი არ უნდა დავტოვოთ ჩვენს შორის. შემდგომ, როდესაც ბურთი ჩვენსკენ მოფრინავს, ახლომდებარე ფეხბურთელი მაღლა ახტომით ცდილობს ამ დარტყმას ხელი შეუშალოს.

მადრიდთან და ბარსელონასთან რთული ხდება ბურთის კარგი გამოტანა, ისინი სწრაფად აკონტროლებენ ბურთს და დაუნდობლები არიან შეტევის დასრულებაში. ამიტომ როდესაც პრესინგის ქვეშ ვიმყოფები, ბურთის გამოტანა უბრალოდ ცენტრში არ შემიძლია. ისინი ბურთს დაეუფლებიან და ზეწოლას გააგრძელებენ.

თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ მცველები, რომლებიც ბურთს მოედნის გარეთ გზავნიან და ამით მოწინააღმდეგეს კუთხურის კიდევ ერთ შანსს აძლევენ. ალბათ იკითხავთ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლიათ რომ გიპასუხოთ ისაა, რომ როგორც წესი 2 ცუდ ვარიანტს შორის ჩვენ ერთ-ერთს ვირჩევთ.

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ხოლმე, რომ ზუსტი გადაცემის გაკეთებას შევძლებ ჩემს თანაგუნდელებზე, მაგრამ ზოგჯერ სიტუაცია ამის საშუალებას არ გაძლევს. აი ამ შემთხვევაში ვამჯობინებ ხოლმე კიდევ ერთი კუთხური მივიღოთ, ვიდრე ისეთი ფეხბურთელები როგორებიც მესი და რონალდუა კარის წინ ბურთით დავტოვო.

როდესაც მოედანზე ხარ, წამები ფუფუნებას ემსგავსება. თუ მე დაცვაში ვთამაშობ თავდამსხმელის წინააღმდეგ, მე ვგრძნობ თუ სადაა ის, და ვცდილობ გავერკვე თუ რა მიმართულებით იმოძრავებს. ვცდილობ ხოლმე 1 წამით მასზე სწრაფი ვიყო. მხოლოდ ეს 1 წამი, ესაა ყველაფერი რაც მე მჭირდება ამ ბიჭის წინააღმდეგ.

ჟერომ ბოატენგი:  რა არ იცით მცველებზე


ვიცი, თუ რა ხდება მათ თავებში. როდესაც თქვენ უყურებთ მათ თამაშს საკმაოდ ხშირად, თქვენ მათი მოძრაობებიც შესწავლილი გაქვთ და იწყებთ ფიქრს, - გასაგებია, დროის დიდ ნაწილში ის ბურთს ირგებს და ცდილობს მარცხენა ფეხით დაარტყას. ეს თითქმის პოკერის ტოლფასია. თითოეულ თავდამსხმელს თავისი განსაკურებული მოძრაობები ახასიათებს, თავისი ხელწერა. მაგრამ როდესაც თქვენს წინაშე მართლაც კარგი თავდამსხმელია, მათი შეჩერების არანაირი ხერხი და ხრიკი არ არსებობს. ის რასაც რონალდუ აკეთებს ამის გაკონტროლება მეტად ძნელია, მას შეუძლია იყოს ბრწყინვალე როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფეხითაც.

აი ამიტომ ვცდილობ ჩემს საქმეში იმდენად კარგი ვიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მე კი ყოველთვის მადლობელი ვარ იმ ბიჭის, რომელიც ზურგს უკან მიდგას, - ჩემი გოლკიპერის.






3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..