» » ვიდალმა ნაციონალური გუნდი დაიცვა

ვიდალმა ნაციონალური გუნდი დაიცვა

5-12-2016, 14:36 dachi8 სიახლეები 0

ვიდალმა ნაციონალური გუნდი დაიცვა
მას შემდეგ რაც ჩილეს ნაკრების ექიმები და სამწვრთნელო შტაბი, რეკორდმაისტერის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და „ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ არტურო ვიდალი ნაკრებიდან დასახიჩრებული ფეხით ჩამოვიდა, ამ უკანასკნელმა ჩილეს ნაციონალური გუნდი და სამედიცინო პერსონალი დაიცვა.

ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნაციონალურ გუნდს ურუგვაის ნაკრებთან დაეხმარა (3:1) და შეცვლილი იქნა 58-ე წუთზე. გერმანულ გრანდში კი იმის წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ვიდალს ამ მატჩში მონაწილეობა მიეღო, რადგან წინა შეხვედრაში კოლუმბია-ჩილეს დაპირისპირებაში ვიდალს ტრავმა ჰქონდა მიღებული.

„წავიკითხე, თუ რა იწერებოდა გაზეთებში ამასთან დაკავშირებით. ჩილეს ნაკრებში არავის არ დაუძალებია ჩემთვის მინდორზე გამოსვლა... და თუ ვითამაშე, შესაბამისად თავს კარგად ვგრძნობდი. ძალიან მადლობელი ვარ „ბავარიისა“ და ნაკრების სამედიცინო სამსახურის. ისინი ცდას არ მაკლებენ, რომ ყოველთვის შესაბამის ფორმაში ვიმყოფებოდე“ - ციტირებს ვიდალის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-პორტალი tz.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.