» » ბაიერნმა ლიდერობა დაიბრუნა

ბაიერნმა ლიდერობა დაიბრუნა

10-დეკ-2016, 21:31
0405
გერმანიის ჩემპიონატის XIV ტურში მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე ვოლფსბურგი მიიღო, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდთან ბავარიულმა გრანდმა დაკისრებულ დავალებას თავი დიდებულად გაართვა.

მატჩი თავიდანვე ბავარიელთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო, ვოლფსბურგელებმა კი ზეწოლას მხოლოდ 18 წუთის განმავლობაში გაუძლეს, მრავალსვლიანი შეტევა შორეული დარტყმით არიენ რობენმა დააგვირგვინა რომელმაც დიეგო ბენალიოს კარი ეფექტურად აიღო, აქედან ზუსტად 4 წუთში არტურო ვიდალი ურტყამდა კარში თუმცა ჩილელის მიერ კარისკენ გაგზავნილი ბურთი რობერტ ლევანდოვსკის მიუვიდა რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.

პირველი ნახევარი რეკორდმაისტერმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, ვოლფსბურგელთა კარის მიმართულებით გაუთავებელი შეტევები კი ბაიერნმა მეორე ნახევარში განაგრძო...

მატჩის 58-ე წუტზე რობერტმა დუბლის შესრულებაც მოახერხა, პოლონელმა ამჯერად ტომას მიულერის დარტყმულს შეუცვალა მიმართულება და ისე შევარდა „მგლების“ შვეიცარიელი კიპერის კარში.

ყველაზე ემოციური კი ტომას მიულერის მიერ 76-ე წუთზე გატანილი გოლი გახლდათ, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 999 წუთის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და შესაბამისად უგოლო სერიაც შეწყვიტა.

საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე დუგლას კოშტამ საკმაოდ ლამაზი დარტყმით დააფიქსირა, 5:0.

მიუნხენის ბაიერნმა 75000 გულშემატკივრის თვალწინ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და დამაჯერებლადაც მოიგო, თუმცა ამ ტურში ბავარიელებს კიდევ ერთი სიხარულის მიზეზი ჰქონდათ...

მიმდინარე ტურში თავის მატჩს მართავდა ბაიერნის მთავარი კონკურენტი ლაიპციგი რომელსაც ყველასათვის მოულოდნელად ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მარცხი არ ჰქონდა თუმცა ინგოლშდადტის წინააღმდეგ აუდი სპორტპაკზე გამართული მატჩი მათთვის წარუმატებელი გამოდგა.

ბავარიელებმა როგერის მიერ 12-ე წუთზე გატანილი გოლი მშვენივრად გამოიყენეს და კარის მშრალად შენახვაც შეძლეს, შესაბამისად ინგოლშდადტმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა რომელიც მათ გადარჩენისთვის ბრძოლაში აუცილებლად გამოადგებათ.

საბოლოოდ კი მივიღეთ რომ XIV ტურის შემდეგ რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..