ჰიონესი - ბავარია განსხვავებული კლუბია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰიონესი - ბავარია განსხვავებული კლუბია

ჰიონესი - ბავარია განსხვავებული კლუბია

11-12-2016, 17:37 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესი - ბავარია განსხვავებული კლუბია
„ბავარიის“ პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გერმანული გუნდი სხვა რამოდენიმე ევროპული კლუბისაგან განსხვავებულია ფულთან მიმართებაში.

„ბავარია“ - ეს სრულიად სხვა კლუბია, ევროპის ზოგიერთი კლუბისაგან განსხვავებით, რომლებიც ნამდვილი ფულის მანქანები გახდნენ და თავს უკრავენ მხოლოდ იმათ ვისაც ბევრი ფული გააჩნია. ფული - რა თქმა უნდა ნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა დავრჩეთ იმ „სხვაგვარ“ კლუბად“ .

„ვფიქრობ, ბევრი რამ უნდა გავაკეთო იმ ჩამონათვალიდან, რასაც ადრე ვაკეთებდი. ხელი უნდა შევუწყო იმას, რომ „ბავარია“ სხვა კლუბებისაგან განსხვავდებოდეს“. ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Bild.


Bild.თან საუბრისას "ბავარიის" პრეზიდენტი ტრანსფერების თემასაც შეეხო და ამ საკითხში ფინანსურ ლიმიტზე ალაპარაკდა.

- “რამოდენიმე წლის წინ განვაცხადე, რომ ფინანსურ ლიმიტს მივაღწიეთ. არ ვიყავი მართალი. თუ „ბავარია“ და დორტმუნდი თავის გუნდში ერთ ჩინელ ფეხბურთელს მიიწვევენ, მაშინ 300 მილიონი ჩინელი თვალყურს მიადევნებს მათ თამაშს ინტერნეტით და ამისათვის გადაიხდის, ვთქვათ თითოეული 1 ევროს - მაშინ ჩვენ სრულიად ახალ სიტუაციას ვიღებთ. 300 მილიონ ევროს 1 დღეში! დარწმუნებული ვარ რომ მალე ჩვენ 150 და 200 მილიონ ევროიან ტრანსფერებს ვიხილავთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.