» » ჩემპიონთა ლიგის 1/8 ბავარია არსენალს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ბავარია არსენალს დაუპირისპირდება

12-12-2016, 18:14
0134
მიუნხენის „ბაიერნი“ კვლავ ლონდონის „არსენალს“ შეხვდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. სტატისტიკა „ბაიერნის“ საკეთილდღეოდ მეტყველებს. 10 ურთიერთდაპირისპირებისას მიუნხენელებს 5 მოგება აქვთ, 2 ფრე და 3 წაგება. წინა სეზონის გათამაშებაში ორივე გუნდი ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა. პირველი მატჩი „არსენალმა“ მოიგო 2:0 ანგარიშით, ხოლო „ალიანც არენაზე“ რეკორდმაისტერმა კანონირებს 5:1 მოუგო.

„ბაიერნი“ ალიანც არენაზე „არსენალს“ 7 თებერვალს დაუპირისპირდება, ხოლო საპასუხო მატჩი 15 მარტს გაიმართება.

აღნიშნული კენჭისყრის შედეგებზე კარლ-ჰაინც რუმენიგემ, კარლო ანჩელოტიმ და მანუელ ნოიერმა კომენტარები გააკეთეს:

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „ჩვენს წინაშე საინტერესო ამოცანა დგას. ეს სუპერ მატჩი იქნება! „არსენალის“ სახით კენჭისყრით ისეთი კლუბი შეგვხვდა, რომელთანაც დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. ეს კარგი გუნდია. ისინი ინგლისის ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. სრული კონცენტრაციით მოგვიწევს თამაში, იმისათვის, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“.

კარლო ანჩელოტი: „უკვე მოლოდინში ვარ. 2 საინტერესო მატჩი გამოვა. ჩემს გუნდს ვენდობი და ვიმედოვნებ, რომ ¼ ფინალში გავალთ. ამისათვის „ალიანც არენაზე“ კარგ შედეგს უნდა მივაღწიოთ. „არსენალი“ ამ მომენტისათვის კარგ ფეხბურთს თამაშობს. მათ კარგი გუნდი და მწვრთნელი ყავთ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიმდინარე სეზონზე ლონდონელებმა ჩემპიონატში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს, მაგრამ ჩემი გუნდის ძალებში დარწმუნებული ვარ“.

მანუელ ნოიერი: „რთული და საინტერესო თამაში გამოვა. კარგად ვიცნობთ „არსენალს“ გასული წლების ურთიერთდაპირისპირებებიდან. ხშირად ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ, 2-ჯერ კი 1/8-ში. კარგი გამოცდილება გვაქვს ამ გუნდთან. „არსენალს“ უყვარს და შეუძლია ფეხბურთის თამაში. ვთვლი, რომ ისინი ამ სეზონზე უფრო ძლიერები არიან, ვიდრე წინა წლებში. სასიამოვნო იქნება მესუთთან და შკოდრანთან შეხვედრა“.

„არსენალის“ გენერალური მდივანი დავიდ მაილზი: „ფლეი ოფებიდან 17- ჯერ გავედით, რაც არსენ ვენგერისა და გუნდის მაღალ კლასზე მეტყველებს. მაგრამ გულშემატკივრები კვლავ გაიფიქრებენ, რომ კენჭისყრაში არ გაგვიმართლა. რაღაც მომენტში ყველაფერი იცვლება, ამიტომ „არსენალს“ „ბაიერნის“ მოგება შეუძლია.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..