» » BILD: ბავარია ზაფხულში ჰოფენჰაიმის 2 ფეხბურთელს დაიმატებს

BILD: ბავარია ზაფხულში ჰოფენჰაიმის 2 ფეხბურთელს დაიმატებს

18-12-2016, 03:53
0124
"ბავარია" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს „ჰოფენჰაიმის" 2 ფეხბურთელით გაძლიერდეს. მიუნხენური კლუბის ყურადღება ნახევარმცველმა სებასტიან რუდიმ და ცენტრალურმა მცველმა ნიკლს ზულემ მიიპყრო.

21 წლის ცენტრალურ მცველში ნიკლს ზულეში „ბავარია" მზადაა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო 26 წლის ნახევარმცველ სებასტიან რუდის თავისუფალი აგენტით შეუძლია რეკორდმაისტერს შეუერთდეს, რადგან „ჰოფენჰაიმთან" მისი კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.

ნიკლს ზულეს შეძენა ინგლისურ კლუბებსა და ასევე „მილანს" სურდათ, მაგრამ მან „ბავარია" აირჩია.
სებასტაინ რუდიმ კი უკვე მიაწოდა ინფორმაცია „ჰოფენჰაიმის" მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს, რომ „ბავარიასთან კონტრაქტს ხელს მოაწერს 2020 წლამდე.

ბავარიამ უკვე მიაღწია შეთანხმებას ორივე ფეხბურთელთან. დარჩენილია მხოლოდ ზაფხულში კონტრაქტებზე ხელის მოწერა.

ნიკლს ზულეს 2016 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება: 194სმ სიმაღლის ცენტრალურ მცველს თავის ანგარიშძე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
სებასტიან რუდის (179სმ) სტატისტიკა კი 1 გოლით და 6 საგოლე გადაცემით შემოიფარგლება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..