» » პირველად: არტურო ვიდალი ჩილეში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

პირველად: არტურო ვიდალი ჩილეში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

21-დეკ-2016, 02:03
0326
ვულოცავთ არტურო ვიდალს! მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს სამშობლოში - ჩილეში. ჩილეს ჟურნალისტების ტრადიციულ ხმის მიცემაში (Círculo de Periodistas Deportivos de Chile) 29 წლის არტურო ვიდალმა ხმათა რაოდენობით ალექსის სანჩესსა და ბარსელონას გოლკიპერს - კლაუდიო ბრავოს აჯობა.

არტურომ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რომელიც სამშაბათს სანტიაგოში ჩატარდა, ის ამ დროს „ბავარიასთან“ ერთად „ლაიფციგთან“ ჩასატარებელი მატჩისთვის ემზადებოდა, რომელიც ოთხშაბათს „ალიანც-არენაზე“ ჩატარდება.

წინა წელს ვიდალმა „ბავარიასთან“ ერთად გერმანიის თასი და გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, ამასთან, ჩილეს გამარჯვებაში კოპა ამერიკაზე მან დიდი წვლილი შეიტანა. ფინალში ჩილელები არგენტინას დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში 4:2 ანგარიშის შედეგად გამარჯვება იზეიმეს.

პირველად: არტურო ვიდალი ჩილეში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..