» ჰიონესი: "ბაიერნი" გაცილებით საიმედოა

ჰიონესი: "ბაიერნი" გაცილებით საიმედოა

8-იან-2017, 20:59
0331
„ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Sky Sport News-ის პირდაირ ეთერში ბუნდესლიგაში კონკურენტებზე ისაუბრა და ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა „ბაიერნის“ საიმედოობას.

ული ჰიონესი: „იყვნენ ისეთი „მეგობრებიც“, რომლებიც სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდნენ, ფიქრობდნენ, რომ როგორც იქნა დადგა ის დრო და „ბავარიას“ საქმეები კარგად არ მისდის. ჩვენი მიზანია - ისე გავაკეთოთ, რომ სეზონის დასასრულს ეს „მეგობრები“ ტიროდნენ.

- „დორტმუნდის „ბორუსიაში“ ფიქრობდნენ, რომ ამ სეზონში ისინი „ბაიერნს“ კვარცხლბეკიდან ჩამოაგდებდნენ. და რა გამოვიდა? შობისაკენ სატურნირო ცხრილს შევხედე და დავინახე, რომ ჩვენი უპირატესობა კვლავ 12 ქულას შეადგენს.

„რბ „ლაიფციგი“? – „ბაიერნის“ მომავალი გაცილებით საიმედოა. მათთან ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული - ეს გაცილებით საშიშია, - ხოლო, ბატონი დიტრიხ მატეშიცი კი უკვე ასაკით 70 წელს უკაკუნებს“, - განაცხადა ჰიონესმა.
  • ავტორი: dachi8
  • ---
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..