» » რუდი და ზულე ბაიერნს უახლოვდებიან

რუდი და ზულე ბაიერნს უახლოვდებიან

12-01-2017, 13:48
0117
Kicker: უახლოეს დროში „ბავარია“ სებასტიან რუდისთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი მიუნხენელებს ამ ზაფხულს შეუერთდება, მისი კონტრაქტი კი 2020 წლამდე იქნება გათვლილი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბავარიამ“ დაითანხმა ნიკლს ზულე ტრანსფერზე, რომლის კონტრაქტიც „ბაიერნში“ 2022 წლამდე იქნება გათვლილი. რეკორდმაისტერს უკვე დაწყებული აქვს „ჰოფენჰაიმთან“ მოლაპარაკება ტრანსფერის დეტალებზე.

სებასტიან რუდის (26 წლის) 2 პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ასევე განაპირა მცველად. რუდის შესანიშნავი შანსი მიეცემა გახდეს „ახალი ლამი“. ფილიპ ლამის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ზუსტად რუდი გამოცადეს ამ პოზიციაზე. რუდი სწრაფია და კარგი პასით გამოირჩევა. რუდის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება გადმოსვლა, საშუალო ხელფასზე.

ნიკლს ზულე (21 წლის) დაიბადა ფრანკფურტში. ერთ-ერთი ძლიერი მცველია თავის ასაკში. „აინტრახტში“ მისი კარიერა ვერ აეწყო და „დარმშტადში“ გაემგზავრა, საიდანაც „ჰოფენჰაიმის“ სკაუტებმა კლუბს მომავალი ლიდერი მოუყვანეს. „ჰოფენჰაიმში“ იმ პერიოდში სერიოზულად მოჰკიდეს ხელი კლუბის აკადემიას და ზულემ იქ შესანიშნავი პრაქტიკა მიიღო.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..