» » ბავარია ტელეკომის თასის ფინალშია

ბავარია ტელეკომის თასის ფინალშია

14-01-2017, 21:19 dachi8 სიახლეები 0

ბავარია ტელეკომის თასის ფინალშია
პენალტების სერიის შედეგებით „ბავარია“ 4:1 „ფორტუნა“ დუსელდორფი, რეკორდმაისტერი ტელეკომის თასის ფინალში გავიდა. ფინალი დღეს თბილისის დროით 21:45 საათზე შედგება. მიუნხენელები „მაინც 05“-ს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც გლადბახის „ბორუსიას“ 45 წუთიან მატჩში 1:0 (ავტოგოლი) მოუგეს.

„ბავარიელები“ მატჩის დასაწყისიდანვე დომინირებდნენ მოედანზე და თითქმის არ მიუციათ სახიფათო მომენტების ორგანიზების შანსი მოწინააღმდეგისათვის. განსაკუთრებით მატჩში აქტიურობით „ბავარიელებიდან“ ფრანკ რიბერი და არტურო ვიდალი გამოირჩეოდნენ. 45 წუთიანი უგოლო მატჩის შემდეგ, გამარჯვებული პენალტების სერიის შედეგად გამოირკვა. მანუელ ნოიერმა 2 დარტყმა მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა.

„ბაიერნის“ 5 ტრავმირებული ფეხბურთელის მიღმა, კარლო ანჩელოტის მოუწია რობერტ ლევანდოვსკის გარეშე თავის გართმა, პოლონელი თავდამსხმელი მიუნხენში დარჩა გრიპის ვირუსით.

პენალტების სერიაში პირველი დარტყმა „ბავარიელებიდან“ არტურო ვიდალმა ითავა, მას ხაბი ალონსო, დუგლას კოსტა და დავიდ ალაბა მიყვნენ, ოთხივემ მოწინააღმდეგის კარი წარმატებით დალაშქრა. ხოლო, მანუელ ნოიერმა პირველი 2 დარტყმა მოიგერია ფინკისა და ჰენინგსის.

იმ შემთხვევაში თუ „ბავარია“ ფინალის გამარჯვებული გახდება, მესამედ ასწევს ტელეკომის თასს - რაც ჯერ არც ერთ გუნდს ამ შედეგისათვის არ მიუღწევია.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.