» » ოფიციალურად: ბავარიამ ნიკლს ზულე და სებასტიან რუდი გაიფორმა

ოფიციალურად: ბავარიამ ნიკლს ზულე და სებასტიან რუდი გაიფორმა

15-01-2017, 14:28
0106
ოფიციალურად: „ბავარიამ" ნიკლს ზულე (21) და სებასტიან რუდი (26) გაიფორმა. „ჰოფენხაიმიდან" გერმანელი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი რეკორდმაისტერს ზაფხულში 2017 წლის 1 ივლისს შეუერთდებიან. ნიკლს ზულეს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, ხოლო სებასტიან რუდი 3 წლის ვადით გაიფორმა და მისი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

„ბავარიის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე: „მეტად კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ სებასტიან რუდი და ნიკლს ზულე შემოგვიერთდებიან. ეს მომავლის ინვესტიციაა ბავარიაში. სებასტიან რუდი თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოგვიერთდება, ხოლო ნიკლს ზულეს ტრანსფერი სამართლიან პირობებზე განვახორციელეთ „ჰოფენჰაიმთან" ერთად შეთანხმებით".

„ბავარიაში" გადასვლა - ეს ოცნების ახდენაა. ტიტულების მოგება მსურს - განაცხადა სებასტიან რუდიმ. „ჰოფენჰაიმის" აღზრდილი ზულეც მოუთმენლად ელის „ბავარიაში" გადასვლას და თვლის, რომ რეკორდმაისტერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..