» » ზულე და რუდი სასიამოვნოდ გაოცებულნი არიან

ზულე და რუდი სასიამოვნოდ გაოცებულნი არიან

19-01-2017, 01:45
0108
„ჰოფენჰაიმის“ ცენტრალურმა მცველმა ნიკლს ზულემ ახსნა თუ რატომ აირჩია მიუნხენის „ბაიერნი“ და არა ინგლისური კლუბები, მისი თანაკლუბელი რუდი კი დარწმუნებულია, რომ „ბაიერნში“ ბევრს მიაღწევს.

ცენტრალური მცველის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელით სერიოზულად იყვნენ დაინტერესბულნი „მილანი“, „ინტერი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“, გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა კი "ბაიერნში" გადასვლა არჩია.

ნიკლს ზულე: “ბევრს ვფიქრობდი ჩემზე, ოჯახზე და მეგობრებზე. ჩემთვის ინგლისში გადაბარგება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. კარგი ლაპარაკი გვქონდა „ბავარიის“ წარმომადგენლებთან. ჩემთვის ეს უნიკალური შანსია, რომლის გამოყენებაც მსურს. მგონია რომ კოლექტივში კარგად ჩავჯდები“

ჟერომ ბოატენგთან და მათს ჰუმელსთან კონკურენციაზე: „ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია სხვა მცველებისაგან ჩემს პოზიციაზე"
.
სეზონის მე-2 ნახევარზე ჰოფენჰაიმში: "თუ ჩვენ შევძლებთ გასვლას საერთაშორსო ტურნირზე და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ, მაშინ კმაყოფილები შეგვიძლია ვიყოთ ჩვენი გამომშვიდობების წინ. ჩვენ უბრალოდ ბოლომდე დავიხარჯებით ჰოფენჰაიმში“..


სებასტიან რუდი: „გადაწყვეტილება არ იყო ადვილი. ეს დიდი ოცნება იყო. თითოეულმა იცის, რომ ბავარია - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ამიტომ უკვე მოუთმენლად ველოდები"...

ბავარიაში კონკურენციაზე: „ყოველთვის უნდა არსებობდეს პატივსაცემი ურთიერთობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ფეხბურთელებს არ ჩამოვრჩები. შენ თვითონ იზრდები, როდესაც ამ დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ. ვითარდები და საკუთარი თამაშის ხარისხს აუმჯობესებ. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დიდი ნაბიჯი გადავდგა და წარმატებას მივაღწიო“.

სეზონის მე-2 ნახევარზე ჰოფენჰაიმში: „ბოლომდე დავიხარჯები 120 პროცენტით. გულშემატკივართათვის, კლუბისთვის და მთელი რეგიონისთვის".

ზულე გაოცებული იყო ორმაგი ტრანსფერით

როგორც რუდისთვის, ასევე ზულესთვის სიურპრიზი გახდა თანაკლუბელის მიუნხენური ტრანსფერი. „ბოლომდე არ ვიცოდი ამის შესახებ, რუდი თუ კონტაქტობდა „ბაიერნთან“ - აცხადებს ზულე.
ორივე ჰოფენჰაიმის ფეხბურთელი ბედნიერნი არიან ამ სიურპრიზით. „ეს მოვლენებს უფრო ადვილს ხდის, როდესაც მხარდამჭერი გყავს, იმის მიუხედავად რომ კლუბში რამოდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ ნაციონალური გუნდიდან“ - აცხადებს სებასტიან რუდი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..