» » ციფრები და ფაქტები „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ

ციფრები და ფაქტები „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ

19-01-2017, 20:07
092
29 დღე მატჩების გარეშე და ბუნდესლიგა კვლავ გვიბრუნდება! 2017 წლის პირველ მატჩში „ბავარია“ „ფრაიბურგთან“ ითამაშებს. თავისთავად, მიუნხენელები მოგებების სერიის დაიწყებას გეგმავენ. „ფრაიბურგთან“ 32 მატჩში „ბავარიელებმა“ 22 მოგება იზეიმეს და მხოლოდ 4 წაგება აქვთ დაფიქსირებული. ოთხივე „შვარცვალდის“ სტადიონზე. „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ fcbayern.com-ს ციფრები და ფაქტები მოყავს:



შთამბეჭდავი სერია
„ბავარიამ“ ბოლო 26 თამაში მოიგო იმ გუნდებთან, რომლებიც მე-2 დივიზიონიდან ამოიწივნენ, გაიტანა 85 გოლი და მხოლოდ 12 მიიღო თავის კარში. უკანასკნელ წაგებას ადგილი ჰქონდა 2010 წლის აგვისტოში „კაიზერსლაუტერნთან“.

შრომისმოყვარე მოწინააღმდეგე
ქრისტიან შტრაიხის გუნდს ბუნდესლიგაში საშუალოდ 117,7 კილომეტრიანი გარბენა აქვს მატჩში და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის ლიდერია. კარლო ანჩელოტი ამ მაჩვენებლით მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს, მიუნხენელებზე მატჩში საშუალოდ 6,5 კილომეტრით ნაკლები გარბენა მოდის „ფრაიბურგთან“ შედარებით.

საუკეთესონი შორეულ დარტყმებში
ბუნდესლიგის ბოლო 16 მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ და კამპანიამ 284 დარტყმა განახორციელეს მოწინააღმდეგის კარში, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბუნდესლიგაში. აქედან 38-მა თავის მიზანს მიაღწია, რაც მიუნხენელებს ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეებად აჩენს ჩემპიონატში. რაც შეეხება შორეულ დარტყმებს, ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში „ბავარია“ მე-2 ადგილს იკავებს (99), პირველ ადგილზე კი ფრაიბურგია (100).

მარტინესი - გარანტი დაცვაში
ხავი მარტინესი ამ სეზონზე სასტარტო შემადგენლობაში 17-ჯერ გამოვიდა, ამ მატჩებში „ბავარიამ“ მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. 8 თამაშში რომელშიც ესპანელი არ მონაწილეობდა რეკორდმაისტერმა 10 გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი მშრალად.

სასტვენთან გრეფეა
მატჩს მანუელ გრეფე განსჯის. 43 წლის არბიტრი მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორედ განსჯის მიუნხენელებს. მე-2 ტურში გრეფემ „ბავარია“ - „შალკე“-ს (2:0) მატჩს უხელმძღვანელა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..