1 ყუთი ლუდი "ბაიერნის" მწვრთნელობის სანაცვლოდ
იულიან ნაგელსმანის კონტრაქტი „ჰოფენჰაიმთან" 2019 წელს იწურება. რას შეიძლება მოველოდეთ ამის შემდეგ? სჩანს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის სახით „ბავარია" კარლო ანჩელოტის მომავალ შემცვლელს ხედავს.
გამარჯვებები - საუკეთესო საშუალებაა ყურადღება რომ მიიქციო. იულიან ნაგელსმანის შემთხვევაში ლაპარაკი მიდის არა მხოლოდ მოგებებზე, არამედ კიდევ ერთ მიღწევაზე: 29 წლის მწვრთნელი ერთადერთია ტოპ 5 ჩემპიონატებს შორის, რომელსაც ჯერ წაგება არ უგემია.
ბუნდესლიგის 31 მატჩში „სოფლელებს" მხოლოდ 5 წაგება აქვთ (16% საერთო მატჩების რაოდენობიდან). უფრო წარმატებული შედეგებით ბუნდესლიგაში მხოლოდ ხოსეპ გვარდიოლა (9% წაგებული თამაშების) და ჯოვანი ტრაპატონი (15%) თუ დაიკვეხნიან. ორივე „ბავარიის" მწვრთნელად გვევლინებოდა.
„ბავარიის" პრეზიდენტი ული ჰიონესი აღფრთხოვანებულია ახალგაზრდა სპეციალისტით, რომელიც ოდესღაც „აუგსბურგში" და „მიუნხენ 1860"-ში გამოდიოდა. - „რამოდენიმე საინტერესო გერმანელი მწვრთნელია" - განაცხადა ჰიონესმა. ამ მწვრთნელების სიაში რომ ნაგელსმანი შედის ეს აშკარაა.
ჯერ კიდევ 2015 წელს ჰიონესსა და ნაგელსმანს შორის მოლაპარაკებები შედგა, ჰიონესი მაშინ იულიანს „ბავარია U17"-ის ჩაბარებას სთავაზობდა. - „ჩვენს შორის ძალიან სასიამოვნო ლაპარაკი შედგა, მაგრამ მე უარი განვაცხადე" - გაამხილა „ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა სპეციალისტმა.
მიმდინარე წლის იანვარში ნაგელსმანმა "Rhein-Neckar-Zeitung"-ის რედაქტორთან ნიძლავი დადო 1 ყუთ ლუდზე. რედაქტორმა იულიანს 2019 წლამდე „ბავარიის" მწვრთნელის პოსტი უწინასწარმეტყველა (ზუსტად 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება კარლო ანჩელოტის კონტრაქტი „ბავარიასთან"). ნაგელსმანმა აღნიშნული ნიძლავი შემდეგი სიტყვებით გაამყარა: - „ოქეი, „ბავარიის" მწვრთნელის რანგში ამის უფლება შემიძლია ჩემს თავს დავრთო".
აღსანიშნავია ის, რომ თვოთონ ნაგელსმანის კონტრაქტი, რომელიც იძულებული გახდა 20 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაესრულებინა, 2018/19 სეზონის დასასრულს იწურება. როგორც ყველა მწვრთნელი, იულიანიც დამშეულია გამარჯვებებზე და ეს მან 2016 წლის ნოემბერში "The Sun"-თან ინტერვიუსას დაადასტურა: - „თავმოყვარე ვარ, ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს, შესაძლოა მომავალში გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ჩავიბარო".
გერმანიის ნაკრების ლეგენდა ლოთარ მათეუსიც ასევე უწინასწარმეტყველებს 29 წლის სპეციალისტს დიად მომავალს: „თუ ნაგელსმანი ასევე გააგრძელებს წარმატებას გუნდის ქარიზმასა და ხელმძღვანელობაში, ის ცალსახად გახდება კანდიდატი უფრო სერიოზული მიზნების მიღწევისათვის. როგორც ცნობილია, გერმანულ ფეხბურთში ყველაზე სერიოზული მიზანი - „ბავარიის" გაწვრთნაა".