» » ოლივერ კანი ბაიერნის სპორტული დირექტორი გახდება?

ოლივერ კანი ბაიერნის სპორტული დირექტორი გახდება?

10-02-2017, 15:54
060
„ბავარიის“ ყოფილი კარის დარაჯი და კაპიტანი ლეგენდარული ოლივერ კანი შესაძლოა უახლოეს დღეებში რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორად მოგვევლინოს.

როგორც ZDF იტყობინება მიუნხენელების ხელმძღვანელობა 47 წლის გერმანელს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გუნდის მცველმა და კაპიტანმა ფილიპ ლამმა სპორტული დირექტორის თანამდებობაზე უარი განაცხადა. წყაროს ინფორმაციით, კანი დაინტერესებულია „ბავარიის“ სპორტული დირექტორის თანამდებობით, რომლის რიგებშიც 1994-2008 წლებში გამოდიოდა.

საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

ალბათ გახსოვთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში გულშემატკივრები ოლივერ კანის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას უკვე ულოცავდნენ ერთმანეთს. საქმე იმაში გახლდათ, რომ გერმანელმა სოციალურ ქსელში „ბაიერნის“ ემბლემის ფონზე მოახლოებული ახალი გამოწვევა დაანონსა, მაგრამ რაოდენ გულდასაწყვეტი იყო გულშემატკივრებისათვის, როდესაც ოლივერმა დაანონსებულ დღეს მხოლოდ თავისი ახალი ბრენდი goalplay -ის ჩაშვება დააანონსა, რამაც გულშემატკივართა უმეტესობა გაანაწყენა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც მათიას ზამერმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ეს თანამდებობა 2016 წლის ზაფხულში დატოვა. მათიას ზამერი ამ თანამდებობაზე 2012 წლიდან დაინიშნა და მან თავის დროზე კრისტიან ნერლინგერი ჩაანაცვლა.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..