შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“ » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“

10-02-2017, 18:42 dachi8 თავისუფალი სტატია 0

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“
გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი კარიერას ასრულებს, ფილიპმა ამის შესახებ განცხადება 7 თებერვალს სათასო მატჩის „ბაიერნი“ – „ვოლფსბურგი“ შემდეგ გააკეთა და მსოფლიოს, სეზონის ბოლოს პროფესიონალური კარიერის დასრულება ამცნო.
ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის წასვლა წარმოუდგენელია გუნდის დაცვას არ დაეტყოს, არის კი ვინმე რომელსაც შესწევს ძალა მისი ადგილი დაიკავოს?


გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს:


იოშუა კიმიხი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


იოშუაზე აშკარა ვარიანტი ალბათ არ არსებობს, რომელიც ისედაც ბევრით ჩამოგავს ლამს. აი უკვე 2 სეზონია „ბავარიაში“ გამოდის და მისი თამაშის სტილი, ფიზიკა, ძლიერად წააგავს ლეგენდარულ ფეხბურთელს. ამასთან, კიმიხი მხოლოდ 22 წლისაა და ხანგრძლივი კარიერის იმედი უნდა ჰქონდეს კლუბში. გახდება კი ის ახალი ლამი? მას ყველაფერი აქვს ამისთვის.


სებასტიან რუდი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


ზაფხულში „ჰოფენჰაიმიდან“ რუდი შემოუერთდება რეკორდმაისტერს და დაცვის მარჯვენა ფლანგი უფრო მშვიდად იგრძნობს თავს. კი - მისი ბუნებრივი ამპლუა ნახევარმცველობაა, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის, რომ შესანიშნავად გაუმკლავდეს დაცვით ფუნქციებსაც. „ბავარია“ საერთოდ მოქნილი გუნდია და მას ნამდვილად გამოადგება უნივერსალი ფეხბურთელი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავდნენ - კიმიხი ისევ საქმეშია.


ბენჯამინ ჰენრიქსი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


კიდევ ერთი გერმანელი ტალანტი. მას დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და შესანიშნავ ტეხნიკას ფლობს. ის იდეალურად შეეწყობა კარლო ანჩელოტის ამჟამინდელ გუნდს.


მატეო დარმიანი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


დარმიანმა აქამდე ვერ დაიმკვიდრა თავი მანჩესტერ იუნაიტედში და ჟოზე მაურინიო არ ჩქარობს იტალიელის გამოშვებას მნიშვნელოვან მატჩებში. სათუოა, რომ ის დიდი ხანი გაჩერდეს ინგლისში. კარლო ანჩელოტიმ უკვე გამოხატა მის მიმართ ინტერესი და ამ ზაფხულს ტრანსფერი შესაძლებელია, რომ შედგეს.


ჟუან კანსელუ

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


პორტუგალიელი მცველი ჟუან კანსელუ არა მხოლოდ ნიჭიერია - მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ჩვენი დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელის სახელიც. მისი „ვალენსია“ არც თუ ისე კარგ სიტუაციაში იმყოფება და პორტუგალიელს სურვილი გაუჩნდება უფრო პრესტიჟულ კლუბში გადავიდეს.
ის სწრაფია, ტეხნიკურია და არც ერთი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ „ბაიერნს“ არ მოერგოს. გერმანულ გრანდს მართალია კონკურენტები ყავს - ინგლისურმა გუნდებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს ჟუანი და რეკორდმაისტერს მოუწევს დიდი თანხის გაღება თავისკენ რომ გადაიბიროს.


ექტორ ბელერინი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


ვის არ უნდა ექტორ ბელერინის ყიდვა? 21 წლის ესპანელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად მიიჩნევა, სულ ახლახანს მან ახალი შეთანხმება დადო „არსენალთან“, რომლებსაც მისი გაშვება არანაირად არ უნდათ.
თუ ის მაინც გადაწყვეტს კლუბის დატოვებას, მსურველებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ. მოესურვება კი „ბავარიას“ ამხელა ხარჯების გაღება? - ნაკლებად სავარაუდოა.


მარიანო

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


„სევილიის“ მცველი მარიანო თავისუფლად შეიძლება თავის გუნდში საუკეთესოდ ჩაითვალოს - ის სწრაფია, ტეხნიკურია და ყოველთვის სახიფათო. კი ის უკვე 30 წლისაა და დიდი ხნით ლამის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს, მაგრამ სამაგიეროდ რამოდენიმე წელი გუნდის დაცვაზე ნერვიულობა არ მოუწევდათ.


ნელსონ სემედუ

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


კიდევ ერთი პორტუგალიელია ჩვენს სიაში. სემედუს უკვე დიდი ხანია „მანჩესტერ იუნაიტედს“ აკავშირებენ, მაგრამ ოფიციალური სიახლეები ამის შესახებ ჯერ არ დადებულა, ასე, რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ის ახალგაზრდაა (23 წლის) და მომავალში შესაძლებელია ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს. მაგრამ უკვე ახლა „ბენფიკა“ მას პატარა თანხაში არ დათმობს, რამაც შესაძლოა „ბაიერნი“ დააფრთხოს.


მარიო ფერნანდესი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


ჩვენთვის კარგად ცნობილმა მარიო ფერნანდესმა უკვე დიდი ხანია დაიმსახურა, რომ გაცილებით პრესტიჟულ ლიგაში გამოდიოდეს. ის 26 წლისაა, ფორმის პიკში იმყოფება და არა ერთხელ დაუმტკიცებია თავისი დონე ჩემპიონთა ლიგის თამაშებში. მაგრამ უცნობია როგორ იგრძნობს თავს ვარსკვლავურ „ბაიერნში“, ამის მიუხედავად მარიო ჩანს, რომ მომგებიანი პროექტი იქნება გერმანული კლუბისთვის.


ფელიქს პასსლაკი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


სჩანს, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ამოუწურავი წყარო გააჩნია ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების. მათ შორის უახლესი აღმოჩენა - 18 წლის ფელიქს პასსლაკია. დორტმუნდელებს ნამდვილად არ ენდომებათ მისი გაშვება მტრის ბანაკში, მაგრამ „ბავარიას“ დარწმუნება შეუძლია. გახდება კი ის ძირითადის ფეხბურთელი? ძნელად სარწმუნოა, მაგრამ 1-2 წელში ვინ იცის.


ელსეიდ ჰისაი

შეუცვლელის შემცვლელი. ვინ შეძლებს ლამის ადგილის დაკავებას „ბავარიაში“


„ნაპოლის“ ლამაზად თამაში შეუძლია და ამაში დიდი წვლილი ალბანელ ფეხბურთელს ელსეიდ ჰისაის მიუძღვის. ძლიერი, სწრაფი მარჯვენა მცველი დაუღლელად დაქრის ფლანგზე, ხოლო მისი სტილი იდეალურად მოუხდება „ბავარიას“ და ბუნდესლიგას. თუმცა ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „ნაპოლისთან“ შეთანხმების მიღწევა მეტად რთულ საქმეს წამოადგენს და ტრანსფერი „ბავარიული“ გრანდისთვისაც კი მიუწვდომელი შეიძლება აღმოჩნდეს.



ავტორი: Aaron West
წყარო: footballhd.ru
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.