» » ტურინის იუვენტუსმა დუგლას კოშტას დაუმიზნა

ტურინის იუვენტუსმა დუგლას კოშტას დაუმიზნა

10-02-2017, 20:48 -ss- ტრანსფერები 0 48

მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარმცველმა, დუგლას კოშტამ შესაძლოა კარიერა სერია ა -ში განაგრძოს.

Calciomercato-ს მიერ, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილელი ვინგერით ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული. სეზონის ბოლოს, თუ დუგლას კოშტა დაადასტურებს თავის სურვილს, კლუბის გამოცვლასთან დაკავშირებით, " ბებერი ქალბატონი" მზად იქნება გააფორმოს მისი ტრანსფერი.

transfermarkt-ი ბრაზილიელ ვინგერს 25 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა მიუნხენელებმა მასში 2015 წლის ზაფხულში 10 მილიონით მეტი გადაიხადეს.

მიმდინარე სეზონში, კოშტამ მონაწილეობა მიიღო ბუნდესლიგის 14 შეხვედრაში, სადაც გამოირჩა 3 გატანილი გოლით და 3 შედეგიანი გადაცემით.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..