» » ბოატენგმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო

ბოატენგმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო

11-02-2017, 22:07
077
კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია რეკორდმაისტერის ლაზარეთიდან. როგორც ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ი იტყობინება , მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო

გასული წლის ნოემბერში ზაბენერ შტრასეზე გამართული ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაშავებული ბოატენგი, რამდენიმე თვის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, ცენტრალური მცველის დაბრუნებას ექიმები თებერვლის ბოლოს ვარაუდობდნენ დღეს კი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა BILD ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟერომ ბოატენგმა ექიმების დაკვირვების ქვეშ, პირველი ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ვარჯიში უშუალოდ ანდრეას შლუმბერგერის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა

აქედან გამომდინარე არსებობს ალბათობა იმისა, რომ ჟერომ ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ლონდონის არსენალთან , რომელიც 2017 წლის 7 მარტს ინგლისის დედაქალაქში გაიმართება სულაც არ გამოტოვოს.

შეგახსენებთ რომ 28 წლის ცენტრალურმა მცველმა მიღებული ტრავმის გამო საკუთარი გუნდის დახმარება 13 თამაშის განმავლობაში ვერ მოახერხა.
4

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..