» » ანჩელოტი: რიბერი არსენალთან? რთული სათქმელია...

ანჩელოტი: რიბერი არსენალთან? რთული სათქმელია...

12-თებ-2017, 15:47
0349
გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთელი სამედიცინო პერსონალი მობილიზებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ფრანგი ვინგერი, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მწვანე მინდორს.

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ლონდონის არსენალთან მოახლოებული, ჩემპიონთა ლიგის, პირველ მერვედფინალურ მატჩამდე, შემტევი ნახევარმცველის დაბრუნება ძალიან რთული იქნება.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რიბერიმ ლონდონის არსენალთან თამაში შეძლოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს - ეს ძალიან რთული იქნება " - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის იანვრის თვეში, ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო, რიბერი ორ კვირას გამოტოვებდა. რამდენიმე დღის წინ კი ფრენკმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება, მიუნხენის ბაიერნსა და ლონდონის არსენალს შორის, ალიანც არენაზე, 2017 წლის 15 თებერვალს, თბილისის დროით 23 : 45 წუთზე გაიმართება.

ანჩელოტი რიბერი არსენალი

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..