» » ჰიტცფელდი: მიულერი შექმნილია "ბაიერნის" კაპიტნობისთვის

ჰიტცფელდი: მიულერი შექმნილია "ბაიერნის" კაპიტნობისთვის

14-02-2017, 16:35 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ჰიტცფელდი: მიულერი შექმნილია
მას შემდეგ რაც რეკორდმაისტერის გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა კარიერის ნაადრევად დასრულების შესახებ განაცხადა, აქტუალური გახდა კითხვა, თუ ვინ გახდება მიუნხენური გრანდის მომავალი კაპიტანი. როგორც ინტერნეტ-ჟურნალი Welt-ი იუწყება მომავალ სეზონში გუნდის კაპიტნობის კანდიდატები: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, მათს ჰუმელსი და თომას მიულერი არიან.

ხოლო, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი, ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდი კი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად გუნდის კაპიტნის წოდებას ბაიერნის თავდამსხმელი თომას მიულერი იმსახურებს.

„ვთვლი, რომ მიულერი უბრალოდ შექმნილია იმისათვის, რომ „ბავარიის“ ღირსეული კაპიტანი გახდეს. მიულერის სახელი „ბავარიასთანაა“ იდენტიფიცირებული. ის თავიდან ფეხებამდე „ბავარიელია“ და შესანიშნავად გაართმევდა თავს ამ როლს. თომასი შესაბამის ინტერვიუებს იძლევა, ხშირად იცავს გუნდს და დიდი გავლენა აქვს კოლექტივში“ - ციტირებს ჰიტცფელდის სიტყვებს Eurosport.

ამჟამად გუნდის ვიცე-კაპიტნად „ბაიერნის“ კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი გვევლინება, ხოლო მე-2 ვიცე-კაპიტნობა თომას მიულერს აქვს ჩაბარებული.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.