» » Sport Bild: კაპიტნის სამკლაურს ნოიერი ჩაიბარებს

Sport Bild: კაპიტნის სამკლაურს ნოიერი ჩაიბარებს

15-02-2017, 16:11
0101
ცნობილი ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ი, მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, ჩამოყალიბდა იმ საკითხზე, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს, მიუნხენელთა კაპიტნის სამკლაური, მას შემდეგ რაც ფილიპ ლამი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დაემშვიდობება და საკუთარ პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის თანახმად, გუნდის ხელმძღვანელობამ კლუბის მომავალი კაპიტნის კანდიდატურაზე მსჯელობა, მიუნხენელთა კარის დარაჯზე, ბაიერნის ამჟამინდელ ვიცე-კაპიტანზე, მანუელ ნოიერზე შეაჩერა. წყაროს თქმით, სწორედ ნოიერი გახდება გუნდის მომავალი კაპიტანი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ინფორმაციას წინ უსწრებდა, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული, მიუნხენელთა ყოფილი ლეგენდარული მწვრთნელის, ოტმარ ჰიცფელდის მოსაზრება. ჰიცფელდმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ სამკლაურს ყველაზე მეტად, ბავარიელი შემტევი ნახევარმცველი, თომას მიულერი იმსახურებდა.

მანუელ ნოიერი, მიუნხენის ბაიერნის კარის დარაჯი და საკვანძო ფეხბურთელი, კლუბს 2011 წელს, გელზენკირხენის შალკე 04-დან შემოუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქი კლუბთან, 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..