» » კომენტარები: ბაიერნი 5 - 1 არსენალი

კომენტარები: ბაიერნი 5 - 1 არსენალი

16-02-2017, 04:21 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ბაიერნი 5 - 1 არსენალი
მშვენიერი საღამო! ჩემპიონთა ლიგის 1/8 სტადიაზე „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ „ბავარიის“ რიგებში რა თქმა უნდა ყველანი კმაყოფილები იყვნენ. „ეს დამსახურებული გამარჯვებაა. ძალიან კმაყოფილი ვარ“ - განაცხადა მატჩის შემდგომ კარლო ანჩელოტიმ. ფილიპ ლამმა აღნიშნა: „ეს ძალიან, ძალიან კარგი შედეგია საპასუხო მატჩისთვის“.

მატჩის შემდგომი კომენტარები“

კარლო ანჩელოტი: „ეს დამსახურებული გამარჯვებაა. ჩვენ კარგი ბალანსი ვაჩვენეთ. კომპაქტურად ვიყავით განლაგებულნი და სწრაფ ფეხბურთს ვთამაშობდით. ამიტომ მეტოქეს მხოლოდ რამოდენიმე მომენტი თუ შევაქმნევინეთ, ხოლო, შეტევაში თავისუფალი ზონებით დიდებულად ვისარგებლეთ. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, მეორე ლონდონში გველოდება. ჯერ კიდევ არაფერი არ დასრულებულა. ჩვენ ასეთივე თამაში უნდა ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ“.

ფილიპ ლამი: „პენალტამდე ძალიან კარგად ვთამაშობდით, შემდეგ შესვენებამდე არც თუ ისე კარგად. მე-2 ტაიმში ჩვენ სენსაციური ფეხბურთი ვაჩვენეთ. კარგად ვიყენებდით ბურთის ფლობას და საჭირო დროს გავიტანეთ. 5:1 ანგარიში ეს ძალიან, ძალიან კარგი შედეგია საპასუხო მატჩისთვის“.

არიენ რობენი: „ცოტა გაოცებული ვარ, რომ დღეს ყველაფერი ასე კარგად გამოგვივიდა. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ შეგვწევს ასეთი თამაში. ჩვენს გუნდს საოცარი ხასიათი გააჩნია. ადგილი არ უნდა ჰქონოდა გოლს, რომლითაც ანგარიში გაგვითანაბრეს. მთლიანობაში მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით და მოედანზე ვდომინირებდით. მე-2 ტაიმში ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ“.

ალკანტარა: „არსენალი“ - ეს ის მოწინააღმდეგეა, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მიუდგე. ჩვენ შევძელით მისი დამარცხება შესანიშნავ სტილში. პირველ ტაიმში მათ ანგარიში გაგვითანაბრეს, ამიტომ შეხვედრის მეორე ნახევარში რამოდენიმე ბურთი უნდა გაგვეტანა. ჩვენ ვიცოდით, რომ ამის ძალა შეგვწევდა“.

არსენ ვენგერი („არსენალის“ მწვრთნელი): „შედეგი - ძალიან ცუდია. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით და 2 შესანიშნავი მომენტიც გვქონდა. შემდეგ პრობლემები გაგვიჩნდა, მათ რიცხვში კოსელნის ტრავმით. 53-ე და 56-ე წუთებზე გაშვებული გოლების შემდეგ ორგანიზებულობა დავკარგეთ. ბოლო 25 წუთი კი ჩვენთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. არაფერი გვქონდა დასაპირისპირებელი „ბაიერნისთვის“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.