» » კაფუ: ლამი კვლავაც შეუდარებელია

კაფუ: ლამი კვლავაც შეუდარებელია

17-02-2017, 15:16 -ss- სიახლეები 0

კაფუ: ლამი კვლავაც შეუდარებელია
ბრაზილიული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა კაფუმ, ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენელთა კაპიტნის, ფილიპ ლამის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და მწუხარება გამოთქვა ფილიპის გადაწყვეტილების გამო.

"მიუნხენის ბაიერნი ემშვიდობება, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, ფილიპ ლამის არ ყოფნას მიუნხენური გრანდი აუცილებლად იგრძნობს. გუშინდელ მატჩში, მე ვერ ვიხსენებ ფილიპის, თუნდაც ერთ არასწორ გადაცემას, ის კვლავაც შეუდარებელია. როდესაც გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წელს ჩემს ქვეყანაში, მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ლამი ბუნდეს ნაკრების გულს წარმოადგენდა".

მარკოს ევანგელისტა დე მორაისი, იგივე კაფუ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. გარდა ბრაზილიის ნაკრებით მოპოვებული ჯილდოებისა, მისი საკლუბო კარიერაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. 1997-2003 წლებში იგი, იტალიურ რომას რიგებში ირიცხებოდა, ხოლო 2003-2008 წლებში, მილანის ღირსებას იცავდა. არის, იტალიის სერია ა-ს, იტალიის თასის, უეფას თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

:
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..