Cadena Ser: ალონსო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Cadena Ser: ალონსო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

Cadena Ser: ალონსო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

18-02-2017, 01:15 -ss- სიახლეები 0

Cadena Ser: ალონსო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
მიუნხენის ბაიერნის ესპანელი ნახევარმცველი ხაბი ალონსო, საკუთარ სამომავლო გეგმებზე, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. Cadena Ser-თან მიცემულ ინტერვიუში, საყრდენმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ ბედნიერია ფეხბურთის თამაშით და სამომავლო გეგმებზე არ ფიქრობს. ვეტერანმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა, მიუნხენის ბაიერნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ახალი მწვრთნელის მუშაობაც შეაფასა.

"ჩემს სამომავლო გეგმებზე, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, არ მინდა საკუთარი თავის სტრესში ჩაგდება. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ ფეხბურთის თამაშით. რაც შეეხება კლუბში არსებულ მდგომარეობას, მართალი გითხრათ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, კარდინალური განსხვავებები არ მიგვრძნია"

შეგახსენებთ, ხაბი ალონსო, მიუნხენის ბაიერნის რიგებში, 2014 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მადრიდის რეალიდან, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი, გერმანულ გრანდს, 10 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარე კონტრაქტი, 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 2016/2017 წლის სეზონში, 35 წლის ფეხბურთელმა, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.