» » მიმოხილვა: ჰერტა 1 - 1 ბაიერნი

მიმოხილვა: ჰერტა 1 - 1 ბაიერნი

18-თებ-2017, 20:53
0372
18 თებერვალს ბუნდესლიგის XXI ტურის ეგიდით მიუნხენის ბაიერნი გერმანიის დედაქალაქში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინის ჰერტას დაუპირისპირდა.

თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ ხსენებული მატჩი ნამდვილად არ იყო ბაიერნისათვის საუკეთესო, ამაზე ისიც მეტყველებს რომ რეკორდმაისტერს თითქმის არ ჰქონია გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა.

დაწინაურება მასპინძლებმა მატჩის 21-ე წუთზე ვედად იბიშევიჩის გოლის წყალობით მოახერხეს. პლატენჰარდტის მიერ საკმაოდ სახიფათოთ ჩაწოდებული ჯარიმა ბოსნიელმა ნოიერის კარში ეფექტური ნახტომის შემდეგ შეაგდო.

გაშვებული გოლის შემდეგ მატჩის მიმდინარეობა დიდად არ შეცვლილა, ბურთი კვლავ ბაიერნს ეჭირა თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა საქმის რეალურ საგოლე მომენტამდე მიყვანას.
ორი განსაკუთრებით სახიფათო მცდელობა ბავარიელებმა საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული სტანდარტიდან შეძლეს, პირველ შემთხვევაში რობერტ ლევანდოვსკიმ მოარტყა ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს, მეორედ კი დავიდ ალაბას იარსტეინმა აჯობა.

ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის 96-ე წუთზე საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ შეაგდო, კინგსლი კომანის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მატჩის მთავარმა არბიტრმა ბარლინელთა კარის მიმართულებით საკმაოდ სახიფათო ჯარიმა დანიშნა, თავდაპირველად კარგი დარტყმის შესაძლებლობა მიეცა არიენ რობენს რომლის დარტყმულიც ერთ-ერთ მცველს მოხვდა თუმცა ამის შემდეგ ბურთი ბაიერნის პოლონელ ფორვარდს მიუვიდა რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა დედაქალაქელების კარი.

რობერტ ლევანდოვსკისთვის დღეს გატანილი გოლი ბუნდესლიგის ეგიდით რიგით მეთექვსმეტე გამოდგა და ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგლზე მყოფ ანტონი მოდესტეს გაუტანაბრდა.

შეგახსენებთ რომ მომდევნო მატჩს ბავარიული კლუბი უკვე 25 თებერვალს ჰამბურგის წინააღმდეგ ალიანს არენაზე გამართავს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..