» » Kicker: ანჩელოტის სანქცია ემუქრება

Kicker: ანჩელოტის სანქცია ემუქრება

19-02-2017, 18:57
0112
ცნობილი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტყობინება, რომ გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ, სანქციის გატარებას გეგმავს.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის მიერ, მიღებულ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ანჩელოტის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება, მიუნხენელთა იტალიელი თავკაცის მიერ, ბერლინის ჰერტას გულშემატკივრების მიმართულებით, განხორციელებულ არაეთიკურ ჟესტს.

მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი, არ უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას, მისი თქმით იგი წყობოდან გამოვიდა მას მერე, რაც ბერლინის ჰერტას გულშემატკივრები, მის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებებს ანხორციელებდნენ.

კონკრეტულად რა ტიპის სანქციის დაწესებას აპირებს, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია, იტალიელი სპეციალისტის წინააღმდეგ ამ ეტაპისთვის უცნობია. იქნება ეს მხოლოდ ფულადი ჯარიმა თუ საქმე მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის, დისკვალიფიკაციამდეც მივა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..