» » ბაიერნი - ფეხბურთის სიყვარულის 117 წელიწადი

ბაიერნი - ფეხბურთის სიყვარულის 117 წელიწადი

27-02-2017, 00:00
088
1900 წლის 27 თებერვალი მიუნხენული და ზოგადად გერმანული ფეხბურთის მოყვარულთათვის რომ განსაკუთრებული თარიღია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, სწორედ XX საუკუნის დასაწყისში შეემატა საფეხბურთო სამყაროს ისეთი დიდი საფეხბურთო კლუბი როგორიც მიუნხენის ბაიერნია!

ყველაფერი კი 1 წლით ადრე 1899 წლიდან დაიწყო როდესაც ფრანც ჯონსმა გერმანიის სამხრეთით მდებარე ულამაზეს ქალაქში საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება დაისახა მიზნად, ბუნებრივია რომ ერთი ადამიანისათვის ასეთი საქმის განხორციელება მარტივი არ იქნებოდა ამიტომ მან ხსენებული იდეის სრულყოფაში მოყვანისათვის 18 ფეხბურთელი დაიხმარა.

საწყის ეტაპზე ბავარიულ კლუბს არ გააჩნდა იმის პირობები რომ მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა, მითუმეტეს რომ ამ პერიოდში უკვე არსებობდნენ დიდი გამოცდილებისა და ტრადიციის მქონე გუნდები.

ბაიერნს 10 წლის განმავლობაში არცერთი ტიტული არ მიუღია თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში კლუბის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ, საბოლოოდ კი 1910 წლისთვის თეთრ-წითელთა შესახებ ბევრმა გულშემატკივარმა გაიგო და კლუბის წევრთა რაოდენობაც მეტ-ნაკლებად შეიცვალა.

თუმცა ეს მხოლოდ საწყისი პერიოდი იყო, აუცილებლად უნდა ვთქვათ იმის შესახებ რომ ბაიერნს დაარსების დღიდან თანამედროვე პერიოდამდე არაერთი რთული პერიოდი გამოუვლია, ასეთებად კი უპირველესად პირველი და მეორე მსოფლიო ომები უნდა ჩავთვალოთ, ხსენებულ პერიოდში ფეხბურის განვითარება არამხოლოდ მიუნხენში არამედ მთელს გერმანიაში შეჩერდა.

ომის შემდეგ კი ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა, მართალია ფეხბურთისთვის აღარავის ცხელოდა თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ სპორტის ეს სახეობა დავიწყებას მიეცა.

დრო გადიოდა და ქვეყანა ნელ-ნელა ძლევდა ომის შედეგად წარმოქმნილ უდიდეს კრიზისს, აღნიშნული პერიოდი მიუნხენის ბაიერნზეც დადებითად მოქმედებდა, უკვე 1957 წელს წითლებმა გერმანიის თასი აუგსბურგის სტადიონზე 42 000 (!!!) გულშემატკივრის წინაშე დიუსელდორფის ფორტუნას წინააღმდეგ მოიგეს რაც ერთგვარი მუხტი გახლდათ ბავარიელებისთვის, ამ მომენტის შემდეგ კი ბავარიულ კლუბს წარმატებული პერიოდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა...

აუცილებლად უნდა ითქვას რომ თუ 1957 წლის წარმატების შემდეგ კლუბი მხოლოდ გერმანიაში ახერხებდა წარმატების მიღწევას უკვე 1974 წლიდან ბაიერნმა ევროპული ჰეგემონიის დამყარებაც დაიწყო.

უდო ლატეკის მიერ დამოძღვრილმა კლუბმა 1974 წელს ისეთი დიდი წამრატების მიღწევა მოახერხა როგორიც ჩემპიონთა თასის მოგებაა, გუნდმა ფინალურ ეტაპზე მადრიდის ატლეტიკოს სძლია და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპული ტიტული.

ამის შემდეგ ბაიერნმა ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა მოპოვებული ტიტულის დაცვა თუმცა ამ პერიოდში კლუბს უკვე არა უდო ლატეკი არამედ დიტმარ კრამერი წვრთნიდა.

1976 წელს მოგებული ჩემპონთა თასის შემდეგ რეკორდმაისტერი ევროსარბიელზე დიდი ხანი აღარ გამოჩენილა თუმცა კლუბმა წარმატებული ცხოვრება შიდა ასპარეზზე გააგრძელა, ბავარიული გრანდის გულშემატკივრები კი მომდევნო ევროპულ ტიტულს 25 წელი ელოდნენ და აი დადგა ის ნანატრი დღეს...

თუმცა მანამ სანამ 2001 წლის ფინალზე ვიტყვით აუცილებლად უნდა ვახსენოთ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ 1999 წლის ფინალში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შესახებაც რომელიც ინგლისურმა კლუბმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 2 გოლით მოიგო.

ამის მიუხედავად კვლავაც გერმანელთა სასარგებლოდ უნდა ვთქვათ რო მ მათ ყურები კიარ ჩამოყარეს არამედ უფრო მიზანმიმართულად მიიწევდნენ სანუკვარი ტიტულისკენ, 2001 წელი კი მათთვის ისტორიული გამოდგა. ბაიერნმა ჩემპიონტა ლიგაზე ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა თუმცა მთავარი მატჩი სან-სიროზე ესპანური ვალენსიას წინააღმდეგ უნდა გამართულიყო.

ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში ოტმარ ჰიცფელდის მიერ დამოძღვრილმა კლუბმა პენალტების სერიაში იმარჯვა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვა ის რასაც რეკორდმაისტერის გულშემატკივართა უდიდესი არმია 25 წლის განმავლობაში ელოდა.

ბაიერნში გარკვეული ცვლილებები ამის შემდეგაც განხორციელდა ხოლო იმ სახით რა სახითაც კლუბი დღეს ევლინება ფეხბურთის გულშემატკივარს ული ჰიონესის პრეზიდენტის პოსტზე დანიშნვნის შემდეგ ჩამოყალიბდა, ულიმ შეძლო და კლუბი ფინანსური აღმავლობის გზაზე დააყენა, შედეგად კი მივიღეთ რომ დღეისათვის ეკორდმაისტერი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური საფეხბურთო კლუბია.

უნდა ვთქვათ ისიც რომ 2001 წლის შემდეგ კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებას 2012 წელს მიაღწია, ლეგენდარული უემბლის სტადიონზე რეკორდმაისტერმა დორტმუნდის ბორუსიას ანგარიშით 2:1 სძლია, გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე ჰოლანდიელმა ვინგერმა არიენ რობენმა შეაგდო.

საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ფრანც ჯონსისა და 18 ფეხბურთელის მიერ წამოწყებულ საქმეს გერმანელებმა ხორცი შეასხეს, ფრანცის პროექტმა მიუნხენში საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაამართლა და დღეს-დღეობით ის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ძლიერ კომპანიას წარმოადგენს.

დღეს კი 2017 წლის 27 თებერვალია, გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი საიუბილეო 117-ე დაბადების დღეს აღნიშნავს და ვისურვოთ რომ წითლებმა საკუთარი ტიტულების სიას კიდევ არაერთი შემატოს.

ახლა კი გადავხედოთ ბაიერნის მიერ განვლილ დასამახსოვრებელ მომენტებს...

1900 წელი: ფრანც ჯონსმა მიუნხენში საფეხბურთო კლუბი 18 ფეხბურთელთან ერთად ჩამოაყალიბა.

1907 წელი: ბაიერნმა სათამაშო მოედანი გამოიცვალა და კლემენშტრასედან ლეოპოლდშტრასეზე გადავიდა

1910 წელი: კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველ წარმატებას მიაღწია, ბაიერნმა აღმოსავლეთ მიწების თასი მოიგო და ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვა.

1920 წელი: ბაიერნმა ხალხში დიდი პოპულარობა მოიპოვა და კლუბის წევრთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა.

1925 წელი: რეკორდმაისტერი მიუნხენ 1860-თან ერთად სათამაშოთ გრუნვალდერ შტაიონზე გადავიდა.

1926 წელი: ბაიერნმა მოიგო სამხრეთ მიწების ჩემპიონატი

1932 წელი: ბავარიელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს გერმანიის ჩემპიონატი

1957 წელი: ბაიერნმა მოახერხა და დიუსელდორფის ფორტუნას დამარცხების შემდეგ გერმანიის თასი მოიგო.

1963 წელი: მიუნხენელები ბუნდესლიგის გათამაშებაში არ დაუშვეს თუმცა 2 წლის შემდეგ წითლებმა გერმანიის ჩემპიონატში ახალი სიმაღლეების დაპყრობა დაიწყეს.

1967 წელი: ბაიერნმა ევროპულ სარბიელზეც მიაღწია წარმატებას, გლაზგოს სელტიკის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კლუბმა ისტორიაშჲ პირველი თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

1972 წელი: წითლებმა გრუნვალდერ შტადიონიდან უკვე მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე გადაინაცვლა სადაც საშინაო დაპირისპირებებს 2005 წლამდე ატარებდა

1972 წელი: გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით ლეგენდარულმა გერდ მიულერმა 40 გოლის გატანა მოახერხა, აღსანიშნავია რომ ამ რეკორდულ მაჩვენებელს დღემდე ვერავინ ვერ ხსნის.

1974 წელი: მიუნხენის ბაიერნმა პირველი ევროპული თასი მოიგო, კლუბმა მადრიდის ატლეტიკოს 2 მატჩიან დაპირისპირებაში დაამარცხა (1:1/4:0)

1975 წელი: ბავარიამ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპული თასი, ამჯერად ფინალში მათ ლიდსი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

1976 წელი: ზედიზედ მესამე ევროტიტული ბაიერნმა ამჯერად გლაზგოში სენტ-ეტიენის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამავე წელს გუნდმა მოახერხა და საკონტინეტთაშორისო თასი კრუზეიროს წინააღმდეგ გამართულ 2 მატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ მოიგო.

1982 წელი: კლუბი 6 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში თუმცა მათი ეს მცდელობა ამ ეტაპზე წარუმატებელი გამოდგა, ბაიერნმა როტერდამში გამართული მატჩი ავტონ ვილას წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით 1:0 დათმო.

1987 წელი: ბაიერნმა მეოთხე ევროტიტულის მოპოვება ვერც 5 წლის შემდეგ შეძლო, ვენაში რეკორდმაისტერმა პორტოს წინააღმდეგ განიცადა მარცხი ანგაღიშით 1:2.

1998 წელი: გერმანულ გრანდს სათავეში შვეიცარიელი ოტმარ ჰიცფელდი ჩაუდგა. აღსანიშნავია რომ „გენერალი“ კლუბს 6 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ამ პერიოდში მან უამრავი ტიტულის მოპოვებაც შეძლო. უნდა ვთქვათ ისიც რომ შვეიცარიელი სპეციალისტი კლუბის სათავეში კიდევ რამდენჯერმე მოგვევლინა.

1999 წელი: ბაიერნმა არსებობის ისტორიაში ერთი-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კამპ-ნოუზე კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა ორი გოლი რაც მანჩესტერელთა გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

2001 წელი: 2 წლის წინ განცდილი გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად ბაიერნი მაინც დაბრუნდა ევრო ასპარეზზე, კლუბმა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური კიდევ ერთხელ მოიპოვა სადაც სანუკვარი ტიტული ვალენსიას პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ მიიღო.

2005 წელი: ბავარიელებმა კიდევ ერთხელ შეიცვალეს საშინაო სტადიონი, ამჯერად კლუბი ოლიმპიაშტადიონიდან ახლად აშენებულ ალიანს არენაზე გადაბარგდა.

2007 წელი: მცირე ჩავარდნის აღმოსაფხვრელად კლუბმა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატა (ლუკა ტონი, მიროსლავ კლოზე, ფრანკ რიბერი და ა.შ.) საინტერესოა რომ ამ წელს ბავარიამ ტრანსფერებში 94 მილიონი ევრო დახარჯა.

2009 წელი: რედორდმაისტერის პრეზიდენტის პოსტზე ული ჰიონესმა ფრანც ბეკენბაუერი ჩაანაცვლა, აღსანიშნავია რომ სწორედ ულის სახელს უკავშირდება ბაიერნის დღევანდელი კარგი მდგომარეობა.

2010 წელი: ლუის ვან გაალის დამოძღვრილი ბაიერნი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თუმცა ამ ეტაპზე მათ მილანის ინტერის წინააღმდეგ დათმეს შემხვედრა ანგარიშით 2:0.

2011 წელი: კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ლეგენდარული იუპ ჰაინკესი დაუბრინდა რომელმაც მოახერხა და ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველივე სეზონში გაიყვანა. სამწუხაროდ მიუნხენში გამართულ დაპირისპირებაში კლუბი ტოტალური დომინირების მიუხედავად ლონდონის ჩელსისთან პენალტების სერიაში მაინც დამარცხდა.

2012 წელი: წინა წელს განცდილმა მარცხმა ბავარიული კლუბი მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მოტივირებული გახადა, იუპ ჰაინკსმა შექმნა მონსტრი რომელმაც სამივე ფრონტზე ყველაფერს გადაუარა და ისტორიაში პირველი ტრებლიც შეასრულა. დორტმუნდის წინააღმდეგ ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი კი არიენ რობენმა მატჩის 89-ე წუთზე გაიტანა.

2013 წელი: ული ჰიონესი ფინანსურ სკანდალში გაეხვა და გადასახადების დამალვის გამო გარკვეული პერიოდი ციხეში გაატარა, თუმცა აღსანიშნავია რომ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და ბავარიული გრანდის პრეზიდენტის პოსტს უკვე 2016 წელს დაუბრუნდა.

2013 წელი: ბავარიული კლუბის მთავარი მწვღტნელის პოსტზე იუპ ჰაინკესი პეპ გვარდიოლამ ჩაანაცვლა. მართალია კატალონიელის მიერ დამოძღვრილმა კლუბმა გერმანიაში სრული დომინირება დაამყარა თუმცა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ზედიზედ სამჯერ გამოვარდა ნახევარფინალური ეტაპიდან

2016 წელი: ული ჰიონესი ბავარიის პრეზიდენტის პოსტს 987 დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ამასთანავე შეიცვალა კლუბის მთავარი მწვრთნელიც, კატალონიელი ხოსეპ გვარდიოლა იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ ჩაანაცვლა.

Mia San Mia! - ჩვენ ვართ ჩვენ!
Mia San Der FC Bayern! - ჩვენ ვართ ბაიერნი!
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..