» » ლევანდოვსკი: ეს ჩემთვის დიდი პატივია

ლევანდოვსკი: ეს ჩემთვის დიდი პატივია

27-02-2017, 12:01 -ss- სიახლეები 0

ლევანდოვსკი: ეს ჩემთვის დიდი პატივია
მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ცენტრ ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს ადარებენ, როგორიც გერდ მიულერია.

"ძალიან რთულია სხვადასხვა საფეხბურთო ეპოქის ერთმანეთთან შედარება, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ჩემთვის დიდი პატივია როდესაც მადარებენ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც გერდ მიულერია. ეს ძალიან მახარებს. ამავე დროს ვცდილობ, ჩემი ისტორია დავწერო, მსურს რაღაც ახალი შვქმნა, რაღაც ისეთი, რაც ჯერ არავის შეუქმნია", - ციტირებს პოლონელის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ გამოცემა Bild-ი.

ბუნდესლიგის 22-ე ტურში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე ჰამბურგს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 8-0 დაამარცხა, პოლონელმა გოლიადორმა, შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკი, უკვე შედის ისეთი ფეხბურთელების კატეგორიაში, როგორიც გერდ მიულერია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, "რეკორდმაისტერი"-ს პოლონელმა შემტევმა, ყველა ტურნირზე, 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 28 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის განხორციელება მოახერხა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.