» » TZ: რობენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

TZ: რობენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

27-02-2017, 21:22 -ss- სიახლეები 0

TZ: რობენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, მასსა და "რეკორდმაისტერს" შორის მიმდინარე კონტრაქტის, 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნის რიგებში, 2017/2018 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგაც იასპარეზოს.

"მიმდინარე კონტრაქტის ერთი წლით პროლონგაციას, დადებითად ვაფასებ. ახალგაზრდა ფეხბურთელი ნამდვილად არ ვარ. ჩემი ასაკი 29-30 წელი რომ იყოს, მაშინ კლუბის მხრიდან, ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების შემოთავაზება, ჩემთვის ცუდი ნიშანი იქნებოდა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, დავრჩები თუ არა კლუბში 2018 წლის შემდეგაც, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ზამთარში მივიღებ", - ციტირებს "ბავარიელი" შემტევის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა TZ

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნის იტალიელი თავკაცის, კარლო ანჩელოტისათვის, 33 წლის ჰოლანდიელი ვინგერი, კვლავაც კლუბის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ რჩება. გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებული 22 ტურის მონაცემების მიხედვით, რობენმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გატანილი გოლისა და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას. მიმდინარე სეზონში, ჩატარებული 5 შეხვედრის შემდეგ, ჰოლანდიელი ვინგერის აქტივში 2 გოლი და 2 საგოლე პასია აღნიშნული.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..