» » ვაინცირლი: ოპტიმისტურ განწყობაზე ვართ

ვაინცირლი: ოპტიმისტურ განწყობაზე ვართ

1-03-2017, 11:31
0120
გელზენკილხენის შალკე 04-ის მთავარი მწვრთნელი, მარკუს ვაინცირლი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა Tageszeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, "ალიანც არენაზე" დღეს გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლუბის განწყობა ოპტიმისტურია. 42 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისი შეგირდები მაქსიმუმს გაიღებენ იმისათვის, რომ მიუნხენელთა ბარიერი გადალახონ და გერმანიის თასის მოპოვებისთვის, წარმატებული სვლა განაგრძონ.

"მიუნხენში აუტსაიდერის სტატუსით მივემგზავრებით, თუმცა გვსურს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ, რათა შემდგომ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ. რა თქმა უნდა, არ გაგვიმართლა, რომ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ შესაძლოა ფორტუნამ მოედანზე დაგვიჭიროს მხარი", - ციტირებს "შალკეს" დამრიგებლის სიტყვებს, ბავარიული ინტერნეტ-გამოცემა.

შეგახსენებთ, გერმანიის თასის 1/4 ფინალური შეხვედრა, მიუნხენის ბაიერნსა და გელზენკირხენის შალკე 04-ს შორის, "რეკორდმაისტერის" საშინაო არენაზე, დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..