» » TZ: "ბაიერნი" გორეცკათი დაინტერესდა

TZ: "ბაიერნი" გორეცკათი დაინტერესდა

2-03-2017, 13:36 -ss- ტრანსფერები 0

TZ:
ბავარიული ინტერნეტ-გამოცემა TZ-ის მიერ, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, გელზენკირხენის შალკე 04-ის ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას ტრანსფერის განხორციელებით. წყაროს თქმით, 22 წლის ფეხბურთელის გადმობირების პროცესში, უშუალოდ მიუნხენელთა იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტია ჩართული.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ზემოხსენებული ინფორმაციის თაობაზე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო კომენტარი გააკეთა, "შალკე 04"-ის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ნოირურერმა. 61 წლის გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, იგი იმედს იტოვებს, რომ გელზენკირხენელთა კლუბსა და მიუნხენის ბაიერნს შორის, ზემოხსენებული გარიგება არ შედგება და გორეცკა, მიუნხენში არ გადაბარგდება.

"როგორც შალკეს წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ იმედს ვიტოვებთ, გორეცკა კიდევ 1-2 წლით დარჩება თავის ამჟამინდელ კლუბში. თუ მიუნხენის ბაიერნი გადაწყვეტს, რომ გორეცკა მათ სჭირდებათ, მაშინ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად. გორეცკას შეუძლია, მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს, დარწმუნებული ვარ იგი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს ბუნდესლიგაში. მას ასევა ძალიან დიდი მომავალი აქვს ნაკრების რიგებშიც", - აღნიშნა გელზენკირხენელთა ყოფილმა დამრიგებელმა.

transfermarkt-ის ინფორმაციით, ლეონ გორეცკას ამჟამინდელი სატრასფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმებული კონტრაქტი, 2018 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული. სტატისტიკის მოყვრულებს გეტყვით, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 4 გოლი და განახორციელა 1 შედგიანი გადაცემა.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.