» » რიბერი: მიუნხენი ჩემი სახლია

რიბერი: მიუნხენი ჩემი სახლია

3-მარ-2017, 12:05
0273
მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, გერმანულ სპორტულ გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლუბს შესწევს უნარი, სამივე ტურნირზე ასპარეზობა, წარმატებით დაასრულოს. გარდა ამისა, 33 წლის ვინგერმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუნხენის დატოვებას, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც არ აპირებს და ამ ქალაქში იგი თავს, როგორც საკუთარ სახლში , ისე გრძნობს.

"ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, გარდა ამისა გვყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც თავის მოვალეობას დიდებულად ასრულებს. მართალი გითხრათ, ახლა ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორიც ეს 2012/2013 წლის საფეხბურთო სეზონში მქონდა. ჩვენი გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება, ტრავმირებული ფეხბურთელებიც თითქმის არ გვყავს. თუ ჩვენ კვლავაც ისე ვითამაშებთ, როგორც ეს ლონდონის არსენალთან ან შალკე 04-ის წინააღმდეგ პირველ ტაიმში იყო, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ წინ სასიამოვნეო თვეები გველის", -აღნიშნა "ბავარიელმა" შემტევმა.

რაც შეეხება, ჟურნალისტის შეკითხვას მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა ასე უპასუხა:

"მე მხოლოდ მიუნხენის ბაიერნის რიგებში ვხედავ საკუთარ თავს, ეს კლუბი ჩემთვის ოჯახს წარმოადგენს. გარდა ამისა, როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, საცხოვრებლადაც მიუნხენში დავრჩები, ეს უკვე მყარად მაქვს გადაწყვეტილი".

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან, 2018 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში 33 წლის შემტევმა, ყველა ტურნირზე 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 2 გოლი და განახორციელა 13 საგოლე გადაცემა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..