» » რუმენიგეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "იუვენტუსთან" დაპირისპირება არ სურს

რუმენიგეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "იუვენტუსთან" დაპირისპირება არ სურს

4-03-2017, 16:22 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში
“ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ სურვილი გამოთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ¼ ფინალში „იუვენტუსთან“ შეხვედრას თავს აარიდებენ.

„ჩემპიონთა ლიგაზე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წაიწიო წინ. დიდი კლუბებს ერთმანეთთან შეხვედრა უფრო მოგვიანებით სურთ, ასე, რომ ვიმედოვნებ ჩვენ არ ვითამაშებთ ¼ ფინალში „იუვენტუსთან“. ჯერ არ დაგვიწყებია წინა სეზონის 2 თამაში, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა და ჩვენ გაგვიმართლა რომ ეს ბარიერი გადავლახეთ და წინ წავედით. მე-2 მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გვეგონა, რომ ყველაფერი დავკარგეთ, მაგრამ საბოლოოდ შევძელით და შემდეგ ტურში გადავედით“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Tuttosport.

შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლის სეზონის ¼ ფინალში „ბავარია“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. განმეორებით მატჩში „ალიანც არენაზე“ რეკორდმაისტერი ჯერ კიდევ მატჩის მიმდინარეობის 73-ე წუთამდე 0:2 ანგარიშით აგებდა, 73-ე წუთზე დუგლას კოსტას ჩაწოდებიდან რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 1 გოლამდე შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე კინგსლი კომანის ჩაწოდებიდან თომას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც საბოლოო გამარჯვების გოლები ტიაგო ალკანტარამ და კინგსლი კომანმა გაიტანეს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.