» » რიბერი: "არსენალი" ლონდონშიც უნდა დავამარცხოთ!

რიბერი: "არსენალი" ლონდონშიც უნდა დავამარცხოთ!

6-03-2017, 14:37
0117
მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის არსენალთან, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალური ეგიდით გასამართ შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერი" "მეთოფეების" დამარცხებას, ლონდონშიც შეეცდება.

"მიუნხენის ბაიერნმა, არსენალის დამარცხება ლონდონშიც უნდა მოახერხოს. კლუბში შესანიშნავი მდგომარეობაა, ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ. სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელებიც, ნებისმიერ დროს, მზად არიან მოედანზე გამოსასვლელად და მათზე დაკისრებული ამოცანის პირნათლად შესასრულებლად", - განაცხადა 33 წლის "ბავარიელმა" ვინგერმა.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული პირველი დაპირისპირება, მიუნხენის ბაიერნსა და ლონდონის არსენალს შორის "ალიანც არენაზე", სტუმართა გუნდის სრული განადგურებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა, ხსენებულ გუნდებს შორის, ამაწლის 7 მარტს, ინგლისის დედაქალაქში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..