» » მატჩისწინა პრესკონფერენცია: არსენალი - ბაიერნი

მატჩისწინა პრესკონფერენცია: არსენალი - ბაიერნი

7-03-2017, 00:05
078
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება ლონდონის „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
ლონდონში ბავარიელთა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვალინდელ მატჩში სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებს.

მატჩისწინაკომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ჩვენ უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ. „არსენალი“ შეტევაზე გადმოვა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენს სათამაშო სტილს არ შევცვლით ამის გამო“.
„ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია მიულერი იქნება ხვალ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში“.
„კიმიხი ვარიანტია მარჯვენა მცველის როლისთვის, მაგრამ ხვალ რაფინია ითამაშებს. ის მშვენიერ ფორმაში იმყოფება“.
„ნათქვამი მაქვს ჩემი ფეხბურთელებისთვის და მათ უკვე იციან, რომ თამაშის დასაწყისი ხისტი იქნება. ჩვენ მობილიზებულნი ვართ და გვსურს, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ“.

თომას მიულერი: „ჩვენ ვიცით, რომ „არსენალი“ ყველა ღონეს იხმარს სასურველი შედეგის მისაღწევად . ადვილი არ იქნება“.
„დიდი გამოცდილება გვაქვს და გვსურს, მომდევნო რაუნდში გადასვლა. ახლა ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ამის შენარჩუნება უნდა ვცადოთ მომდევნო 3 თვე“
„პირველ თამაშში მე მწვრთნელის საიდუმლო იარაღი ვიყავი. მოდით ვნახოთ ხვალ რა მოხდება“.

ფრანკ რიბერი: „პირველივე წუთებში ფრთხილად უნდა ვიყოთ. „არსენალი“ მაშინვე შეტევაზე გადმოვა".
ამ მომენტში ყველაფერი კარგად მიდის ჩვენთან, რადგან ნამდვილი გუნდი ვართ“.
„არსენ ვენგერს დიდი გამოცდილება აქვს მუშაობის, ამიტომ ეს თამაში საფრთხილოა ჩვენთვის“.
„ყველამ იცის ოზილის პოტენციალის შესახებ, ის დიდებული ფეხბურთელია. მე მომწონს მისი თამაში“.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..