» » The Independent: "იუნაიტედს" ლევანდოვსკი სურს

The Independent: "იუნაიტედს" ლევანდოვსკი სურს

8-03-2017, 12:06
086
The Independent-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, დაინტერესებულია მიუნხენის ბაიერნის ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის განხორციელებით.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, 54 წლის სპეციალისტმა, "ბავარიელთა" პოლონელ გოლიადორზე, მას შემდეგ გააკეთა აქცენტი, რაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი, ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს და გეგმავს "მადრიდული" კარიერა განაგრძოს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ რობერტ ლევანდოვსკის აგენტი მაიკ ბარტელი, ხსენებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ twitter-ში ეხმიანება და ასეთი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს: "არც ერთი ტოპ-კლასის ფეხბურთელის ინტერესში არ შედის, სადმე წარმოადგენდეს გეგმა ბ-ეს".

შეგახსენებთ, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობას საკუთარ განცხადებებში, არაერთხელ უთქვამს, რომ კლუბი არ აპირებს, არანაირი თანხის სანაცვლოდ, რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას.

მიმდინარე სეზონში, პოლონელი შემტევი მართლაც ბრწყინვალე შედეგიანობით გამოირჩევა. ყველა ტურნირზე ჩატარებული 35 შეხვედრიდან, ლევანდოვსკიმ 31 გოლის გატანა და 7 შედგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და transfermarkt-ის ინფორმაციით "პოლონელის" ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..