» » ტომას მიულერი: ფეხბურთელები პროდუქტს დაემსგავსნენ

ტომას მიულერი: ფეხბურთელები პროდუქტს დაემსგავსნენ

9-03-2017, 13:52
086
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, ჟურნალ GQ-თვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე ფეხბურთში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ტრანსფერებში გადახდილი კოლოსალური თანხები უბრალოდ აბსურდია და ფეხბურთელები პროდუქტს დაემსგავსნენ.

"იმ თანხას, რასაც ფეხბურთელებში იხდიან უბრალოდ აბსურდია. არცერთი ადამიანი არ ღირს ამხელა ფული. თანამედროვე ფეხბურთელები უბრალო პროდუქტს დაემსგავსნენ, თუმცა ამან ჩვენზე ზეგავლენა არ უნდა იქონიოს. თითოეულზე იქნება დიდი ზეწოლა, თუ გამუდმებით საკუთარ სატრანსფერო ფასზე დაიწყებს ფიქრს".

"თუ მოთამაშე ხარ უნდა გესმოდეს, რომ დიდი ბიზნესისა და ცირკის ნაწილი ხარ. არ შეიძლება დაუშვა, რომ ამაზე გამუდმებით იფიქრო, სხვაგვარად უბრალოდ ჭკუიდან შეიშლები", - ტომას მიულერის სიტყვებს ციტირებს GQ.

ახლა კი წარმოგიდგენთ ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებიდან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ ხუთეულს:

1. პოლ პოგბა - 2016 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ ტურინის იუვენტუსს კოლოსალური თანხა €105 მილიონი ევრო გადაიხადა.

2. გარეტ ბეილი - 2013 წელს მადრიდის რეალმა უელსელი შემტევი გარემაბისთვის €100 მილიონი ევრო გადაუხადა ტოტენჰემს.

3. კრიშტიანუ რონალდუ - თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის სატრანსფერო უფლებები მანჩესტერ იუნაიტედისგან სამეფო კლუბმა €94 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

4. გონსალო იგუაინი - 29 წლის ფორვარდი ტურინის იუვენტუსმა €90 მილიონ ევროდ შეიძინა.

5. ლუის სუარესი - ჩვენს ხუთეულს ლუის სუარესი ამთავრებს. ურუგვაელი თავდამსხმელის სატრანსფერო უფლებები კატალონიის ბარსელონას €82.3 მილიონი ევრო დაუჯდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..