» » Sport Bild: ანჩელოტი სანჩესის შესახებ საუბრობს

Sport Bild: ანჩელოტი სანჩესის შესახებ საუბრობს

9-03-2017, 19:13 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 0

Sport Bild: ანჩელოტი სანჩესის შესახებ საუბრობს
მიუნხენის ბაიერნის იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი, ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველის, რენატუ სანჩესის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 19 წლის ტალანტი, მიუნხენური კლუბის დატოვებას არ აპირებს და "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში, მომავალ სეზონშიც იასპარეზებს.

"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რენატუ მომავალ სეზონშიც მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში იასპარეზებს. "ბაიერნი" არ განიხილავს, არც მის გაყიდვას და არც არენდით გაშვებას, რომელიმე სხვა კლუბში"-ციტირებს 57 წლის სპეციალისტის სიტყვებს Sport Bild-ი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში, მიუნხენის ბაიერნის მიერ ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, 19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, მხოლოდ 4 ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში წარმოდგენილი.

რენატუ სანჩესის შესახებ, ასევე კომენტარი გააკეთა, კლუბის ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ. მისი თქმით, პორტუგალიელ ფეხბურთელს მართლაც რთული პერიოდი უდგას, თუმცა მომავალ სეზონში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

"რენატუ სანჩესისათვის მიმდინარე წელი ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში, ჩაბი ალონსოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა, "-აღნიშნა 33 წლის ვინგერმა, პორტუგალიურ სპორტულ გამოცემა abola.pt-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერისათვის მიუნხენის ბაიერნმა 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში რენატუ სანჩესმა, მიუნხენური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გატანილი გოლით ან საგოლე გადაცემის განხორციელებით, ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..