» » Bild: ჰუმელსს ყოფილ კლუბთან დაპირისპირება არ სურს

Bild: ჰუმელსს ყოფილ კლუბთან დაპირისპირება არ სურს

10-03-2017, 14:36 -ss- სიახლეები 0

Bild:  ჰუმელსს ყოფილ კლუბთან დაპირისპირება არ სურს
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, დორტმუნდის "ბორუსიას" მომავალ მეტოქედ არ ისურვებდა. 28 წლის უკანა ხაზელის განცხადებით, საერთაშორისო ტურნირზე გერმანული კლუბის წინააღმდეგ თამაში არ სურს.

"ისეთ საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც უეფას ჩემპიონთა ლიგაა, 1/4 ფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ თამაშს არ ვისურვებდი. პირადად ჩემთვის, რომელიმე უცხო ქვეყნის კლუბთან დაპირისპირება, ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა", - ციტირებს ცენტრალური მცველის სიტყვებს Bild-ი

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა, ზემოხსენებული, ორივე გერმანული გუნდისათვის წარმატებული აღმოჩნდა. მიუნხენის ბაიერნმა, ორი მატჩის ჯამში, ლონდონის არსენალს ანგარიშით 10-2 სძლია, ხოლო რაც შეეხება დორტმუნდის ბორუსიას, პორტუგალიაში "ბენფიკასთან" მინიმალური ანგარიშით წაგებული შეხვედრის შემდეგ, საკუთარ კედლებში 4 უპასუხო გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და შემდგომ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მოხდება თუ არა, ორი გერმანული კლუბის დაპირისპირება, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიაზე, ამას მომავალი კენჭისყრის შედეგები გვიჩვენებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.