» » ბავარიას მოგებათა სერიის გაგრძელება სურს

ბავარიას მოგებათა სერიის გაგრძელება სურს

10-03-2017, 23:50 dachi8 სიახლეები 0

ბავარიას მოგებათა სერიის გაგრძელება სურს
8:0, 3:0, 3:0, 5:1 – “ბავარია“ ნამდვილად კარგ ფორმაშია! 4 მოგება საერთო ანგარიშით 19:1-ზე ბოლო 4 მატჩში. შაბათს ჩვენი დროით 18:30 საათზე „ბავარიელებს“ მოგებათა სერიის გაგრძელება სურთ. „კმაყოფილები ვართ ფეხბურთელების ფორმით. ყველანი ჯანმრთელნი არიან და კარგად ვარჯიშობენ, ასე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ შეხვედრამდე 1 დღით ადრე.

„ეს თამაში მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბუნდესლიგაში ქულები გვჭირდება“, - თქვა ფრანკ რიბერიმ. „ბავარიელებს“ ყველა წინაპირობა აქვთ ამ თამაშის მოგების, ამასთან, საკადრო თვალსაზრისით კარლო ანჩელოტის შეუძლია თითქმის ყველა ფეხბურთელის იმედი ჰქონდეს.

მხოლოდ ხუან ბერნატი არაა მზად

ხუან ბერნატი ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის იმედსაც ვერ იქონიებს მწვრთნელი მოახლოებულ მატჩში. „მას მცირე პრობლემა აქვს, ამიტომ ხვალ ის ვერ ითამაშებს. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მზადაა“, - აცხადებს ანჩელოტი. ეს მანუელ ნოიერსაც ეხება, რომელსაც ზურგის პრობლემები აწუხებდა. „ის შეძლებს ხვალ თამაშს“, - განაცხადა დღეს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა. ჟერომ ბოატენგი, რომელმაც ტრავმის გამო 3,5 თვე გამოტოვა, დაბრუნების პირასაა. „ის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდება, მაგრამ სათამაშო დროს მივცემ“ - დაამატა ანჩელოტიმ, რომელიც შაბათის მატჩისთვის დიდ ცვლილებებს არ გეგმავს.

„აინტრახტს“ ამგვარი ნაირფერადი სიტუაცია არ აქვს. „ჩვენ 18 ჯანმრთელი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათ რიცხვში ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებიც არიან“, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა. ყოფილ „ბავარიელს“ 10 ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ან ტრავმირებული ყავს. კითხვის ნიშნის ქვეშაა ალექსანდრე მაიერისა და მიხაელ ჰექტორის მონაწილეობა (ორივე ავადმყოფობს).

როგორც სტომატოლოგთან ვიზიტი

კოვაჩი „ბავარიასთან“ თამაშს სტომატოლოგთან ვიზიტს ადარებს. წელიწადში ერთხელ მასთან გიწევს ვიზიტი. ზოგჯერ ეს მტკივნეულია, ზოგჯერ არა. „ბავარიის“ რიგებში ყველანი მაქსიმალური სერიოზულობით უდგებიან „აინტრახტთან“ თამაშს, რომლებიც სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩი ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირებისას ანგარიშით 2:2 დასრულდა. „ეს კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით. სრულიად მომზადებულნი და კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ“, - აფრთხილებს თანაგუნდელებს ფრანკ რიბერი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.