» » Bild: რიბერი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

Bild: რიბერი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

13-03-2017, 17:28
0101
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" პოლონელი შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. 33 წლის ვინგერის განცხადებით, ლევანდოვსკი ყველაზე ძლიერი ფორვარდია მათ შორის, ვინც კი ოდესმე უნახავს, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში.

"ლევანდოვსკი, რაღაც საოცარი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ის იმსახურებს რომ მას მოიხსენიებდნენ, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელს. ის ყველზე ძლიერი თავდამსხმელია, მათ შორის ვინც კი ოდესმე მინახავს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში. აქ თამაშობდნენ ისეთი ფორვარდები, როგორებიც არიან, ლუკა ტონი, მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რობერტი მათ შორის ყველაზე მეტად სრულყოფილია"-განაცხადა "ბავარიელმა" შემტევმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, პოლონელი გოლიადორი მიმდინარე სეზონში მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს. მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით ჩატარებული 36 შეხვედრიდან, ლევანდოვსკიმ 33 გოლის გატანა მოახერხა, გარდა ამისა იგი გამოირჩა 6 შედეგიანი გადაცემის განხორციელებითაც. მისი სატრანსფერო ფასი transfermarkt-ის ინფორმაციით, 80 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოქმედი კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..