» » რუმენიგე: სანჩესი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება

რუმენიგე: სანჩესი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება

16-03-2017, 11:09 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 0

რუმენიგე:  სანჩესი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველის, რენატუ სანჩესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 19 წლის ფეხბურთელი, ვეტერანი ესპანელი ლეგიონერის, ჩაბი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება. მისი თქმით, მომავალ სეზონში, პორტუგალიელ ტალანტს, გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

"ჩვენი სურვილია სანჩესმა, ჩაბი ალონსოს ადგილი დაიკავოს. მას ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია. წმინდა ფიზიკური თუ საფეხბურთო თვალსაზრისით, რენატუს აქვს ამის სათანადო შესაძლებლობა"-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ, მიმდინარე სეზონის ბოლოს, საკუთარი საფეხბურთო კარიერის დასრულება დაანონსა. დასავლურ პრესაში, ევროპელი ანალიტიკოსების მიერ, გავრცელებული მოსაზრების თანახმად კი, ვეტერანი ესპანელის შემცვლელად, სწორედ კლუბის პორტუგალიელი ფეხბურთელი, რენატუ სანჩესი მოიაზრება.

19 წლის ნახევარმცველი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, სულ უფრო იშვიათად ხვდება, სასტარტო შემადგენლობაში. ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, პორტუგალიელი მხოლოდ ოთხჯერ იყო წარმოდგენილი ძირითად თერთმეტეულში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ხსენებული ფეხბურთელის აქტივში არც გოლი და არც შედეგიანი გადაცემა, ამ დრომდე არ არის აღნიშნული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.