» » Sport Bild: "ბარსელონა" კიმიხით დაინტერესდა

Sport Bild: "ბარსელონა" კიმიხით დაინტერესდა

16-03-2017, 16:34 -ss- ჭორები 0

Sport Bild:
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ჯოშუა კიმიხის ტრანსფერით არის დაინტერესებული. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ი იტყობინება, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა, აქტიურად განიხილავს 22 წლის ფეხბურთელის კანდიდატურას და მის მიერ გამართულ ყველა შეხვედრას, დიდი ინტერესით აკვირდება.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონში, ხშირად ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. ბუნდესლიგის ეგიდით გამართული 24 შეხვედრიდან, კიმიხმა მხოლოდ 10 მატჩში მოახერხა ძირითად თერთმეტეულში მოხვედრა. თუმცა, ასევე ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგესაგან, ჯოშუამ მისი მისამართით გაკეთებული, დამაიმედებელი განცხადებები მოისმინა.

როგორც მიუნხენური გრანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ბაიერნი" კიმიხს, ფილიპ ლამის შემცვლელად მოიაზრებს და მას მომავალ სეზონში, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არ ემუქრება.

ევროპულ პრესაში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიური კლუბი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელით ინტერესდება, ამ კვირაში უკვე მეორედ გავრცელდა. შეგახსენებთ, თავდაპირველად ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Cadena Ser-ი იუწყებოდა, რომ "ბარსელონა", "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერით იყო დაინტერესებული. დღეს კი, კიდევ ერთი, ესპანური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ თავად ტიაგო ალკანტარაც მზადაა განიხილოს კატალონიელთა წინადადება, თუ იგი სერიოზული შინაარსის მქონე იქნება.

შედგება თუ არა, ამ ორ ევროპულ საფეხბურთო გრანდს შორის, ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, კონკრეტული გარიგებები, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.