» » Sport1: ინიესტა ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს

Sport1: ინიესტა ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს

17-03-2017, 10:30 -ss- სიახლეები 0

Sport1:  ინიესტა ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს
კატალონიური გრანდის შეუცვლელი "ფიგურა" ანდრეს ინიესტა, მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერის, ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს. 32 წლის გამოცდილი ნახევარმცველის განცხადებით, ტიაგო მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მასთან ერთად, დიდი სიამოვნებით ითამაშებდა "ბარსელონას" რიგებში.

"ტიაგო, ბარსელონაში აღზრდილია, იგი სწორედ აქ ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთელი. შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ. თუ ალკანტარა ბარსელონას რიგებს დაუბრუნდება, ეს ჩემთვის უბრალოდ შესანიშნავი სიახლე იქნება"-ციტირებს ინიესტას სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

შეგახსენებთ, დასავლურ პრესაში, ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო აქტიურად განიხილება, კატალონიური გრანდის ინტერესი, "რეკორდმაისტერის" ესპანელი ლეგიონერის, ტიაგო ალკანტარას მისამართით. როგორც ესპანური სპორტული გამოცემები იუწყებიან, თავად ფეხბურთელიც მზად არის განიხილოს ე.წ "კატალონიური წინადადება" თუ იგი სერიოზული შინაარსის მქონე იქნება.

ტიაგო ალკანტარა, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს 2013 წელს შემოუერთდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა მიუნხენური კლუბის მაისურით 31 შეხვედრა გამართა. გაიტანა 6 გოლი და განახორციელა ამდენივე შედეგიანი გადაცემა. ფეხბურთელსა და მის ამჟამინდელ კლუბს შორის მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველის, სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.